Nasa-მ რამდენიმე დღის წინ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებული პირველი სურათები გამოაქვეყნა და სამყაროს სიღრმისეული ასახვით საზოგადოება აღფრთოვანებულიც დატოვა.
ეს კი 10 მილიარდი დოლარის ღირებულების ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპისთვის მნიშვნელოვანი განახლებაა. იგი 1990 წელს გაეშვა და ასტრონომიაში ინოვაციურ მოწყობილობადაც ითვლებოდა — ჩვენთვის ნაცნობი უძველესი გალაქტიკებისა და ვარსკვლავების იშვიათ გამოსახულებებსაც გვთავაზობს, რომლებიც 13 მილიარდ წელზე მეტი დროით თარიღდება. ათწლეულების შემდეგ კი იგი მეცნიერებს მონაცემებს კვლავ აწვდის.
საინტერესოა ისიც, რომ სპეციალური ხელსაწყოთ ორივე ტელესკოპისგან მიღებული გამოსახულებები ერთმანეთს შეადარეს, სხვაობა კი ნამდვილად თვალშისაცემია…
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი აჩვენებს, რომ ჰაბლის გაშვების შემდეგ მეცნიერებამ და ტექნოლოგიამ დიდი გზა გაიარა… NASA-ს სურათებში მომაკვდავი ვარსკვლავები, ვარსკვლავური ბაღები და გალაქტიკები გასაოცარი დეტალებითაა ასახული, ეს კი რეზოლუციისა და მკაფიო გამოსახულების მხრივ უზარმაზარი განახლებაა.
SMACS 0723-ის სურათმაც დაამტკიცა, რომ იგი შორეული სამყაროს ყველაზე ღრმა და მკვეთრი ინფრაწითელი გამოსახულებაა, ჯეიმს ვებისთვის კი ეს მხოლოდ დასაწყისია. მსგავსად, მეცნიერებს წვდომა „მონაცემთა საგანძურზეც“ შეიძლება ჰქონდეთ…