in

Jameson და Puma საფეხბურთო კულტურასა და ვისკის მემკვიდრეობას ერთ ბოთლში აერთიანებენ

Jameson x Puma Limited Edition მას შემდეგ მიიღეს, რაც ამ ბრენდებმა ინგლისური საფეხბურთო ლიგის მხარდაჭერა დაიწყეს. ერთი თუ ვისკს წარმოადგენს, მეორე სპორტისა და მოდის სფეროებში გამოირჩევა, ხოლო ერთად იზიარებენ მისიას, აქციონ ფეხბურთის გულშემატკივრების გამოცდილება მეტად ინკლუზიურ, სახალისო და დაკავშირებულ პროცესად. 

BOG
BOG

შეზღუდული გამოშვების ვისკის მიზანიც ეს გახლავთ. შესაბამისად, იმგვარი ვიზუალური იდენტობის შექმნა გახდა საჭირო, რომელიც მარტივად შეუსაბამებდა საფეხბურთო კულტურას ჯეიმსონისა და პუმას ბრენდების დნმ-ებს. შედეგი არც ძალდატანებითს უნდა დამსგავსებოდა და არც სარეკლამოს, უბრალოდ დიზაინს ახალგაზრდა, ფეხბურთის მოყვარულ აუდიტორიასთან უნდა ესაუბრა და პარალელურად კოლექციონერები და სხვა ფანებიც მიეზიდა. 

შედეგად, შეზღუდული გამოშვების ბოთლი ორი ბრენდის ლოგოს, მათ აქტივებსა და გულშემატკივრებს აერთიანებს. თანაც, ამტკიცებენ, რომ ეს მხოლოდ შეფუთვა არ გახლავთ, კოლაბორაცია ბრენდების საერთო ღირებულებებშია ფესვგადგმული: ინკლუზიურობაში, საზოგადოებასა და მხიარულებაში. გამომდინარე იქიდან, რომ ფეხბურთი ადამიანებს მოედნებზე, ბარებსა და მაგიდების ირგვლივ აერთიანებს, ეს ბოთლიც ისეა შექმნილი, რომ მხოლოდ სპორტის არსებობა კი არ იზეიმოს, არამედ კავშირების მიზეზად იქცეს და კულტურული სიამაყის საფუძვლად ჩამოყალიბდეს:

მომხმარებლის 5 AI-ჩვევა, რომლებიც მარკეტინგს ცვლის

პაშა ბანკი 13 წლის იუბილეს საქართველოში თანამშრომლებთან ერთად აღნიშნავს