Jameson, როგორც ბრენდი, ხშირად ხდება მეგობრული შეკრებების მთავარი გმირი.
მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი პროექტია Jameson Distillery, რომელიც აერთიანებს მუსიკის, ხელოვნებისა და ახალგაზრდული კულტურის წარმომადგენლებს. გლობალური გამოცდილების ფონზე, ბრენდის მუსიკალური პროექტი საქართველოშიც განხორციელდა – Jameson Live with SOPO-ს სახით.
Jameson Live with SOPO ბრენდის ორთვიანი კამპანია იყო, რომლის ფარგლებშიც ჩაიწერა ბენდ SOPO-ს ახალი სიმღერა – What Have You Done Lately, ხოლო 27 აპრილს ლაივი გაიმართა Love Bar-ში.
ღონისძიება დახურული იყო და მასზე დასასწრებად მსურველებმა მოსაწვევები ორიგინალური ფორმით მიიღეს. ბრენდმა აუდიტორიას წარუდგინა დასაძლევი გამოწვევები, რამაც წინასწარი სახალისო განწყობა და საზოგადოების დიდი ჩართულობა გამოიწვია.
ლაივზე მისულ სტუმრებს დახვდათ Jameson-ისთვის დამახასიათებელი მეგობრული გარემო: გემრიელი კოქტეილები, თემატური ინსტალაციები, ფოტოჯიხური სამახსოვრო კადრებისთვის და მრავალფეროვანი სნექები. ლაივის დაწყებამდე სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს სახალისო თამაშებში და დასაჩუქრდნენ ბრენდირებული საჩუქრებით.
ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა: Jameson უალტერნატივო არჩევანია მეგობრული შეკრებებისთვის. ბრენდისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გემო, არამედ ის ემოცია და ატმოსფერო, რომელიც მეგობრებთან ერთად იქმნება.
[R]