23 მარტს, Monument-ის ორგანიზებით, Factory Tbilisi-ში (კოკა–კოლას ყოფილი ქარხანა) გერმანელი მუსიკოსი, მომღერალი და პროდიუსერი – Jan Blomqvist დაუკრავს.
ღონისძიების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აღნიშნულ ბმულზე შეგიძლიათ გაეცნოთ.
Jan Blomqvist-ის შემოქმედება გამოირჩევა განსაკუთრებული ჟღერადობითა და გამორჩეული სტილით, რომელიც მსმენელში დაუვიწყარ ემოციებს ტოვებს. ასე მოხდა 2018 წელსაც, როდესაც Monument-ის ორგანიზებით, ის პირველად ეწვია თბილისს და ფანტასტიკური პერფორმანსით ქართველ მსმენელს თავი შეაყვარა.
Jan-ს 1000-მდე ლაივ აქტი აქვს ჩატარებული მსოფლიოს მაშტაბით და ერთ–ერთი ყველაზე მოთხოვნადი მონაწილეა ისეთ ფესტივალებზე, როგორიც არის: Coachella, Burning Man, Primavera, DJTL და სხვა.
ტურნეს ფარგლებში, Blomqvist შეასრულებს როგორც ძველ, კარგად ნაცნობ და საყვარელ ასევე მის ახალ ნამუშევრებს. Jan Blomqvist – თან ერთად სცენას დაიკავენებნ ლოკალური არტისტები: Roma J და Endorphins.
ბილეთების შესაძენად ეწვიეთ აღნიშნულ ბმულს: https://tkt.ge/event/398884/jan-blomqvist-live-x-monument
არტისტების განრიგი:
Doors Opening | 23:30
Roma J | 00:00 – 02:30
Jan Blomqvist (Live) | 02:30 – 04:15
Endorphins | 04:15 – End
[პარტნიორის კონტენტი]