4
Dec
2018

იან ვერმეერის ციფრული მუზეუმი – UPDATE

4 Dec 2018

veon
veon


ცნობილი ჰოლანდიელი მხატვრის, იან ვერმეერის ფერწერული ნამუშევრები მთელს მსოფლიოშია გაფანტული და მისი შედევრების სანახავად, ხელოვნების მოყვარულებს სხვადასხვა ქვეყანაში უწევდათ მოგზაურობა.

თუმცა, დღეს უკვე, „გუგლის“ ინიციატივით, კოლექციონერებისა და 18 მუზეუმისა ხელშეწყობით, მსოფლიოს 7 სხვადასხვა ქვეყნიდან, „გუგლის“ Arts & Culture-მა იან ვერმეერის ვირტუალური მუზეუმი შექმნა და ყველა, 36-ვე ნამუშევარს თავი ერთად მოუყარა – ჰააგის „Mauritshuis-ის მუზეუმიდან“, „მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმიდან“, ვაშინგტონში, „ხელოვნების ეროვნული გალერეიდან“, ბოსტონში, „იზაბელა სტიუარტ გარდნერის მუზეუმიდან“, „ლუვრისა“ და „ფრიკის კოლექციიდან“. მუზეუმის დასათვალიერებლად, რეკომენდებულია მაღალი რეზოლუციის მქონე კამერით აღჭურვილი სმარტფონი. თუმცა, ნამუშევრების ნახვა კომპიუტერის ეკრანებითაც შესაძლებელია.

იან ვერმეერის მუზეუმში შეგიძლიათ ნამუშევრების არა მხოლოდ დათვალიერება, არამედ თითოეულ ნახატზე ინფორმაციის მოძიებაც. რაზეა შესრულებული და რას გვიყვება, რა ამბავი იმალება მის მიღმა.

განხილვა