ქართველი დიზაინერი გვანცა ჯანაშია ერთ-ერთი პირველია იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ქართული მოდის ინდუსტრიის სათავეებთან დგანან და პირველია, რომელმაც საკუთარი ნამუშევრები Fashion show-ს სახით წარუდგინა საზოგადოებას. მაშინ, ყბადაღებულ 90-იან წლებში, როდესაც ახლად ომგადატანილი საზოგადოება ჯერ კიდევ უშუქობისა და საკვების დეფიციტის პირობებში ცხოვრობდა, ალბათ ძალიან ნოვატორი და იდეალისტი უნდა ყოფილიყო ის, ვინც მოდის კეთებას წამოიწყებდა, საკუთარი გვარის ბრენდად ქცევას გადაწყვეტდა და წლების შემდეგ მიხვდებოდა, რომ მაშინ მართალი იყო.
რაც არ უნდა მაგარი იყოს ცალკეული დიზაინერი და მის მიერ შექმნილი ნამუშევრები, თუ ინდუსტრია არ არსებობს და საერთაშორისო საზოგადოებაში არ ტრიალებს ინფორმაცია ამ ინდუსტრიის შესახებ, ძნელია დიზაინერის საქმიანობას ბიზნესის სახე ქონდეს. სწორედ ამიტომ, გვანცამ არა მხოლოდ საკუთარ პრომოუშენზე დაიწყო ზრუნვა, ზოგადად, ქართველი დიზაინერების ცნობადობის გაზრდა დაისახა მიზნად და ასე გაიხსნა ქართველი დიზაინერების პირველი ქართული მულტიბდენდული ბუტიკი თბილისსა და ბათუმში, რომლებიც ტურისტულ უბნებში მდებარეობდა, განსაკუთრებული ინტერიერით იქცევდა გამვლელების ყურადღებას და მოდის სფეროში მომუშავე ქართველებისთვის წლების განმავლობაში ფაქტობრივად ერთადერთი ადგილი იყო, სადაც საკუთარი ნამუშევრები რეგულარულად შეეძლოთ ქონოდათ გამოტანილი.
მოდის ინდუსტრიაში ხანგრძლივად ტრიალმა, თანამედროვე ტრენდებზე დაკვირვებამ და მომხმარებლების სურვილების ანალიზმა მიახვედრა, რომ ბუტიკებს და დიზაინერების მაღაზიებს სიცოცხლისუნარიანობისთვის ახალი მედიუმი ჭირდებოდა და მხოლოდ პრესტიჟულ უბნებში ფართის ქირაობა სასურველ აუდიტორიაზე გასასვლელად საკმარისი აღარ იყო. ციფრული მარკეტინგის მოთხოვნებს მიყვა და გაჩნდა ონლაინ მაღაზიის იდეა.
მარკეტერი პროექტის ავტორებს ესაუბრა:
janashiastore.com ციფრულ სააგენტო “მარმელადსში” დამზადდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად რამდენიმე პროექტს ახორციელებს, მათ შორის ერთ-ერთია “ქალები ბიზნესში”.
janashiastore.com მნიშვნელოვანი პროექტია “მარმელადსისთვისაც”, ვინაიდან ეს არის ონლაინ მაღაზია, რომელიც არ იყენებს რომელიმე უკვე არსებულ პლატფორმას, პროგრამული ნაწილი უნიკალურია და სპეციალურად ჯანაშიას ინტერესების მიხედვით არის დამზადებული. გადახდის სისტემების მრავალფეროვნება მომხმარებელს აძლევს საშუალებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუფერხებლად შეიძინოს დიზაინერის პროდუქცია.
JANASHIA Store-ის მაღაზიის ვიზუალური მხარეც ისეა შექმნილი, რომ მაქსიმალურად კომფორტული იყოს მოხმარებისთვის, რომელსაც რომელსაც სურს კომფორტულად, მარტივად, შეიძინოს სასურველი პროდუქტი, შესაბამისად პროექტის არტ-დირექტორის, დიზაინერ გიორგი წოწლოკაურის (WER MICHELLE) ამოცანაც სწორედ ეს იყო, შეენარჩუნებინა სისადავე და ყოფილიყო “user friendly”. სასურველი მიზნის მისაღწევად გამოყენებული იქნა თეთრის და ოქროსფერის გრადაცია. მსუბუქი ტიპოგრაფია კი უფრო მიმზიდველს და ჰაეროვანს ხდის საერთო ვიზუალს და ხელს არ უშლის მომხმარებელს პროდუქტების აღქმაში.
ონლაინ მაღაზიის სიცოცხლისუნარიანობისა და ბრენდის პოპულარიზაციისთვის “მარმელადსშივე” დამზადდა საჭირო დოკუმენტები: დიჯიტალ ბრენდბუქი და სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის სტრატეგია;
დიჯიტალ ბრენდბუქი განკუთვნილია იმისათვის, რომ ჯანაშიას ბრენდს, ციფრულ სივრცეში მაღაზიასთან შესაბამისობაში ქონდეს ნებისმიერი აქტივობა და არ მოხდეს ბრენდის იდენტობის დარღვევა.
გაიდლაინის საშუალებით ძალიან მარტივად ხდება კონკრეტული აქტივობის უკვე არსებულ შაბლონზე მორგება.
რაც შეეხება სტრატეგიას, ის განკუთვნილია ჯანაშიას მოდის სახლის მენეჯმენტისთვის და მასში დეტალურად არის გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომელიც დიზაინერს დაეხმარება გავიდეს სასურველ სამიზნე სეგმენტზე, არსებულ მომხმარებელთან ქონდეს უფრო მოხერხებული კომუნიკაცია და გააფართოვოს ბაზარი.
პროექტზე მუშაობდნენ:
დამკვეთი: – გვანცა ჯანაშია
სააგენტო: – Marmelads
არტ დირექტორი და გრაფიკული დიზაინერი – • Wer Michèlle •
ციფრული საკომუნიკაციო სტრატეგია – აკაკი სანაძე
სოციალურ მედიის სტრატეგია და ბლოგერებთან ურთიერთობა – ნასტასია არაბული, ნინუცა ძნელაძე
ვებ დეველოპმენტი – ილია დარასელია, დავით დოლიძე
ფინანსური ანალიტიკოსი – ლევან ოთიაშვილი