in

ჯეინ ოსტინის ნოველები ახალი დიზიანით გამოუშვეს

Folio Society-ის 250 წლის იუბილესთვის ჯეინ ოსტინის რომანები ახალი ილუსტრაციებითა და ვიზუალით გამოუშვეს. ამ ამბავს კი მეტ ხიბლს, გარდა შთამბეჭდავი გარეგნობისა, შეზღუდული გამოშვება სძენს, სულ 750 ეგზემპლარი გამოვიდა და თითოეულის ფასი 3400 ლარამდეა. როგორც ამბობენ, ტრადიციულ ოსტატობას ხელოვნების ინოვაციებთან აერთიანებს, ამ ამბის ავტორი კი ილუსტრატორი სარა იანგი გახლავთ. 

BOG
BOG

ხის ჭრილები, ლინოგრავიურა, ნაზი ვინიეტები შესანიშნავად ერწყმის ემილი ბენტონის ტიპოგრაფიას, რუთ როულენდის მონოგრამებსა და ჟაკარდით ნაქსოვ ყდებს, რომლებზეც ბრიტანულმა უძველესმა აბრეშუმის კომპანია Stephen Walters & Sons-მა იზრუნა.

წიგნები ხელითაა შეკრული, რითაც ოსტინის რომანების ყველაზე დახვეწილ ვერსიასაც ვიღებთ. თუმცა მანამდე სარა ერთი დიდი გამოწვევის წინაშე იდგა:

„საჭირო იყო თითოეული წიგნისთვის საინტერესო და რელევანტური სურათების პოვნა… თუმცა, რადგან ამ წიგნების უმეტესობა თავიდანვე წერილებს ეყრდნობოდა, ანუ პერსონაჟებს შორის ჩვეულებრივ მიმოწერას, არსებობდა საფრთხე, რომ ისინი უბრალოდ სალაპარაკო თემად იქცეოდა…“.

ამის თავიდან ასარიდებლად სარა თავისივე გამოცდილებას დაეყრდნო და თამამი, ემოციურად რეზონანსული სურათები შექმნა, რომლებიც სიტყვებით აღწერილ წარმოდგენებს მნიშვნელოვნად სცილდებოდა.

შედეგიც სახეზეა, ეს საოცარი ტომები, ბეჭდვის, ფერწერის, აბრეშუმით ქსოვისა და წიგნების აკინძვის შესანიშნავს შერწყმას გვაზიარებს. ასე კი Folio Society-ის გამოცემა ახერხებს, პატივი მიაგოს ლიტერატურულ მემკვიდრეობასა და ხელოვნების ტრადიციებს. დანარჩენი თავად შეაფასეთ:

„ვენდისი” პატარა მომხმარებლებს „ქიდს მილს“ უკვე საჩუქრით სთავაზობს

არ არსებობს სხვა არჩევანი, It Has To Be… — Heinz-ის ახალი კამპანია