ჯანჯაფილის სახლები ყველას გაგვიგია, მაგრამ ოსლოში მცხოვრები მცხობელი, ქეროლაინ ერიკსონი ამ ნამცხვრის ახალ სტილს გვთავაზობს. ის ქმნის გასაოცარ სკულპტურებს, რომლებიც შთაგონებულია ფილმებით და არაჩვეულებრივ გემოსთან ერთად, ის გაიძულებთ, რომ ერთ ნაჭერს არ დასჯერდეთ. თითოეულ მათგანს აქვს საოცრად რეალისტური დეტალები, რაც ძნელად დასაჯერებელს ხდის იმას, რომ ის ჯანჯაფილისგან არის მოდელირებული.
ერიქსონი თითქმის 10 წელია სასიამოვნო ხელოვნების ნიმუშებს ამზადებს. ხელოვანი ერთი მხრივ, აცხობს გემოვნური თვისებებით გამორჩეულ ნამცხვრებს, მეორე მხრივ კი, ლამაზ ქანდაკებებს, რომლებსაც ისე ოსტატურად ძერწავს, თითქოს თიხის მასალა იყოს და არა ცომი. ფერებსაც საკვებად ვარგისს იყენებს და თითქმის ყველა მოდელი ისე აქვს აწყობილი, რომ თავიდან ბოლომდე იჭმევა. იშვიათად იგი დამატებით ხელსაწყოებს იყენებს ფორმის შესანარჩუნებლად.
მის ნამუშევრებს შორის არის: გალაქტიკის მცველები, ადამიანი ობობა Venom-დან და Optimus Prime-დან ტრანსფორმერი. ზოგიერთი მათგანი სტრუქტურაში თითქმის რეალური ზომისაა, ზოგი კი უფრო მცირე ზომის. მიუხედავად იმისა, რომ ისინი გარეგნულად განსხვავდებიან, მათ აქვთ საერთო ინსპირაციული თემა: წარმოსახვითი პერსონაჟები.