ახალი წლის პერიოდია, რომელიც მხოლოდ ნაძვის ხე და საჩუქრები არ არის, ის სუფრის, შეხვედრებისა და გემრიელი კერძების დროა. ამ პერიოდში რთულია უარი თქვა ყველაფერზე, რასაც ტრადიციული დღესასწაული გვთავაზობს: მრავალფეროვან კერძებზე, ტკბილეულზე, ალკოჰოლზე, თუმცა სწორედ ამ დღეებში იზრდება კუჭ-ნაწლავის დისკომფორტისა და სხვა პრობლემების რისკიც. კარგი ამბავი კი ის არის, რომ მცირე ყურადღებითა და ბალანსით შესაძლებელია, დღესასწაულიც სრულფასოვნად აღვნიშნოთ და ორგანიზმიც დავიცვათ.
ბალანსი სუფრასთან – მთავარი პრინციპი
დღესასწაულებზე მთავარი შეცდომა ერთდროულად დიდი რაოდენობით საკვების მიღებაა. ეცადეთ, „ჭამის გეგმა” შეიმუშაოთ – სჯობს მცირე ულუფებით, ნელა და გააზრებულად მიირთვათ. ეს კუჭს საშუალებას აძლევს, საკვები უკეთ გადაამუშაოს და თავიდან აიცილოთ სიმძიმე.
უპირატესობა მიანიჭეთ ცილებითა და ბოჭკოებით მდიდარ კერძებს: ბოსტნეულს, მწვანილს, თევზს, მოხარშულ ან გრილზე მომზადებულ ხორცს. ცხიმიანი და ძალიან შემწვარი კერძები კი არ აურიოთ ერთმანეთში.
ტკბილი და ალკოჰოლი
ტკბილეული ახალი წლის განუყოფელი ნაწილია, თუმცა შაქრის სიჭარბე ხშირად იწვევს შებერილობასა და დისკომფორტს. ეცადეთ, დესერტი ბოლოს მიირთვათ და არა ცარიელ კუჭზე.
ალკოჰოლთან დაკავშირებით კი მთავარი რჩევა ისევ ბალანსია. დალიეთ ნელა, მცირე რაოდენობით და აუცილებლად მიაყოლეთ წყალი. წყლის რეგულარული მიღება ამცირებს დეჰიდრატაციას და ამსუბუქებს კუჭ-ნაწლავის დატვირთვას. როგორც ტკბილთან მიმართებით, ისე აქაც შეგვიძლია გითხრათ, რომ ნუ დალევთ ალკოჰოლს მშიერზე, მიიღეთ ის საკვებთან ერთად ან შემდეგ.
ნუ დაივიწყებთ წყალსა და მოძრაობას
დღესასწაულის დღეებში ხშირად გვავიწყდება წყლის სმა. სინამდვილეში კი სწორედ წყალი ეხმარება ორგანიზმს საჭმლის მონელებაში და ტოქსინების გამოდევნაში.
ასევე სასარგებლოა მსუბუქი მოძრაობა – თუნდაც ხანმოკლე გასეირნება სუფრის შემდეგ. ეს მარტივი ჩვევა მნიშვნელოვნად ამცირებს სიმძიმის შეგრძნებას.
31 დეკემბრის დღის გეგმა
ვინაიდან ახალი წელი ღამით დგება, ერთ სასარგებლო რჩევას მოგცემთ – ნუ დაიწყებთ დილას ცხიმიანი, ტკბილი ან ალკოჰოლის შემცველი პროდუქტებით. 31 დეკემბერიც ჩვეულებრივი დილაა, ამიტომ ისაუზმეთ მსუბუქად: შვრიით, მოხარშული კვეცხით, ყველით ან ავოკადოს ტოსტით.
დღის განმავლობაშიც ეცადეთ მიიღოთ წვნიანი ან ხილი, რათა კუჭი არ გადაიტვირთოს და საღამოს, როცა სუფრას მიუსხდებით, კიდევ არ დაუმატოთ მრავალფეროვანი კერძების მთელი მენიუ.
ამ ბალანსის დაცვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩაინიშნეთ ეს რჩევა მომდევნო ახალი წლების სიაში.
კუჭ-ნაწლავის ფლორის მხარდაჭერა
დღესასწაულების პერიოდში, როცა კვების რეჟიმი იცვლება, კუჭ-ნაწლავის ფლორას ხშირად სჭირდება დამატებითი მხარდაჭერა. ასეთ დროს ბევრისთვის აქტუალური ხდება საპრევენციო საშუალებების გამოყენება, რომლებიც პირად ექიმთან უნდა იქნეს შეთანხმებული და თვითნებურად არ უნდა მივიღოთ.
მაგალითად, ეფექტურია ქოქოსის ნახშირზე დაფუძნებული საშუალებები, როგორიცაა ამვილაბი ქოქოსის ნახშირი, ხშირად გამოიყენება შებერილობისა და დისკომფორტის შემცირების მიზნით.
ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის შესანარჩუნებლად კი დღესასწაულების პერიოდში ყურადღებას იპყრობს პრობლიოტიკური კომპლექსები, როგორიცაა ლაქტიბიენ რეფერენსი.
მძიმე საკვების მონელების გასამარტივებლად ზოგიერთს ეხმარება საჭმლის მომნელებელი ფერმენტები, მაგალითად ფიური ენზიმები ულტრა.
ხოლო ბოჭკოებით მდიდარი საშუალებები, როგორიცაა ფსილიუმი ტრანზიტი, ხელს უწყობს ნაწლავების რეგულარულ მუშაობას და კვების რეჟიმის დარღვევის შედეგების შერბილებას.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ასეთი საშუალებები უნდა იყოს მხოლოდ დამხმარე რგოლი და არა ჯანსაღი კვების შემცვლელი.
ჯანმრთელობის გარეშე დღესასწაული აზრს კარგავს
დარწმუნებულნი ვართ, საახალწლო სადღეგრძელოების სიაში ჯანმრთელობა პირველ ხუთეულშია. თუმცა მხოლოდ სიტყვიერად ერთმანეთისთვის ჯანმრთელობის სურვება საქმეს, სამწუხაროდ, ვერც ახალი წლის ჯადოქრობით შველის. აუცილებელია თავად შეუწყოთ ხელი თქვენს ორგანიზმს. ეს არ ნიშნავს დღესასწაულსა და აღნიშვნაზე უარის თქმას, ეს ნიშნავს, რომ ვუსმენთ საკუთარ თავს, ვიცავთ ზომიერებას და ვაძლევთ სხეულს იმას, რაც მას სჭირდება. როცა ბალანსს ვპოულობთ, დღესასწაული უფრო მსუბუქი, სასიამოვნო და ნამდვილად დასამახსოვრებელი ხდება.
გაითვალისწინეთ, რომ სტატიაში ნახსენები პრეპარატების გამოყენებისას დეტალურად გაეცანით ინსტრუქციას და მათი გამოყენება შეგიძლიათ თქვენს ოჯახის ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
რუბრიკას ჯანმრთელობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე წარმოგიდგენთ PSP











