აქ კომუნიკაციის უნარზე უნდა გესაუბროთ და უკუკავშირის გაცემის სტრუქტურაც გაგაცნოთ, რადგან სწორედ ეს დაგეხმარებათ ჯანსაღი სამსახურებრივი კულტურის შექმნაში… როცა საქმე კომუნიკაციას ეხება, სამი ეფექტური სტრატეგია არსებობს, რომლებიც ადამიანებზე ზეგავლენას ახდენს. ეს კი პოზიტიურ ცვლილებებს გულისხმობს მათ პერსპექტივებსა თუ ქმედებებში:
„კონვეიერი“ — ადამიანებისთვის იმის მითითებასა და თქმას ეხება, თუ რა უნდა გააკეთონ, მკაფიო ინსტრუქციებისა და სახელმძღვანელო წესების მიწოდებას მოიცავს, რათა სასურველ შედეგებს მიაღწიონ.
„ქოუჩი“ — ეს მიდგომა კი უკვე ინდივიდებისთვის იმის კითხვას გულისხმობს, თუ როგორ გაუმკლავდებიან სიტუაციას, ამ პროცესში დახმარებასა და ხელმძღვანელობას, რათა საკუთარი გადაწყვეტილებების სრულყოფაში დაეხმაროთ.
„გამომწვევი“ — იმ გზის გამოწვევით, რომლითაც ადამიანები ჩვეულებრივ უდგებიან საკითხებს და აძლიერებენ ჯანსაღ დისკუსიებს, თქვენ შეგიძლიათ კრიტიკულ აზროვნებას, შემოქმედებითობასა და ინოვაციებს ჩაუყაროთ საფუძველი, წარუძღვეთ მათ პოზიტიური ცვლილებებისკენ საკუთარი ქმედებებისა თუ ნდობის დონეების მიმართ.
თითოეული ეს სტრატეგია რაღაც ტიპის ადამიანად ყოფნას გულისხმობს, ახლა კი კონვეიერის სტრატეგია მიმოვიხილოთ, ადამიანი, რომელიც ამ სტრატეგიას მიჰყვება, და ის, თუ როგორ დაგვეხმარება ეს უკუკავშირის კულტურის შექმნაში. აღნიშნული სტრატეგია ფოკუსირებულია ინფორმაციის იმ გზით მიწოდებაზე, რომელიც ინდივიდებს ცვლილებებისა და მოქმედებისკენ უბიძგებს. ამ სტრატეგიის დროს ინფორმაციის წარდგენისას გულწრფელობა უმნიშვნელოვანესი იქნება, თუმცა თქვენი მიდგომა ინდივიდუალურ, კულტურულ თუ სიტუაციურ კონტექსტზე უნდა იყოს მორგებული. სწორედ ესაა მუდმივად ეფექტური კომუნიკაციის საფუძველი.
როცა კონვეიერის როლს ირგებთ, მიზანი იმ წერტილიდან კომუნიკაციაა, რომელიც აერთიანებს გულს, გონებასა და სხეულს. ეს იმის შეგრძნების საშუალებას მოგცემთ, რისი თქმაც გსურთ და იმ ადამიანზე დაფიქრების შესაძლებლობასაც, რომელსაც ესაუბრებით, რომ რაციონალურად შეაფასოთ სიტუაცია საუკეთესო საკომუნიკაციო გზის საპოვნელად, რომ წარმოადგინოთ გზავნილი თქვენი ფიზიოლოგიისა და ტონალობის შესაბამისად — სწორედ ეს უნარებია კონვეიერის საფუძველი.
თუმცა განსაკუთრებული ყურადღება გუნდის წევრებისთვის უკუკავშირის გაზიარებაზე უნდა გავამახვილოთ, რადგან როცა ეს საქმე სწორად კეთდება, ეფექტური სტრატეგიაც ხდება ადამიანის ქმედებებზე პოზიტიური ზემოქმედებისთვის. აქ მრავალი პრობლემა იჩენს ხოლმე თავს, ხშირად უკუკავშირის გაცემა სულაც არ წარმოადგენს ორგანიზაციის ღირებულებას, შესაბამისად, არც ამის პრაქტიკაა გუნდში დანერგილი, არც ადამიანები გადიან ტრენინგებს უკუკავშირის სწორად გაცემა რომ ისწავლონ და, საპირისპირო შემთხვევებშიც კი, არ იყენებენ უკუკავშირის ჩარჩოს — ეშინიათ, ვინმე არ გააბრაზონ…
გამოსავალი იმაშია, რომ უკუკავშირი ქმედებებისკენ მიმართოთ და არა, ადამიანისკენ. ხოლო მისი ეფექტურობა იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ არის მიწოდებული და შემდეგ მიღებული. შესაბამისად, ეს ორივე მხრიდან მოქნილობას მოითხოვს. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მოდით უკუკავშირის მარტივ სტრუქტურას გაგაცნობთ:
- ხაზი გაუსვით ქმედებას — „გამარჯობა მარია, შევამჩნიე, რომ შეხვედრების დროს ტელეფონს იყენებ“.
- ისაუბრეთ გავლენაზე, რომელიც ამ ქმედებას აქვს — „ეს ყურადღებას უფანტავს სხვებს და შეხვედრასაც საჭირო დროზე მეტი სჭირდება, რადგან ინფორმაციების ხშირად გამეორება გვიწევს“.
- რაღაც შესთავაზეთ ან თავად სთხოვეთ, რაიმე მოიფიქროს — „შეგიძლია, რომ აღარ გამოიყენო ტელეფონი შეხვედრების დროს?“ / „რა შეგიძლია გააკეთო იმისათვის, რომ შეხვედრების დროს ტელეფონის გამოყენება თავიდან აირიდო?“.
პასუხის სამი ვარიანტიც შეიძლება მიიღოთ — მიმღებლობა, გამართლება ან უარყოფა.
მიმღებლობა: „დიახ, მე შევწყვეტ შეხვედრების დროს ტელეფონის გამოყენებას“.
გამართლება: „მე მჭირდება ტელეფონის გამოყენება ამა და ამ მიზეზის გამო“.
უარყოფა: „არ გეთანხმებით, მე ერთადერთი არ ვარ, ვინც შეხვედრაზე ტელეფონს იყენებს“.
ამგვარად, ნებისმიერი პასუხისთვის უნდა მოემზადოთ. დახვეწეთ თქვენი უკუკავშირის მიწოდების ტექნიკა, აქციეთ მთავარ ღირებულებად თქვენი გუნდის დინამიკისთვის და დაელოდეთ სასწაულებს — შეარჩიეთ სწორი დრო, ერთდროულად ერთ ქმედებას მიმართეთ, გახადეთ კონკრეტული და ქმედითი, დაბოლოს, ეძიეთ პოზიტიური ცვლილებები. გამოდის, თქვენი, როგორც კონვეიერის როლი, მხოლოდ ბრძანებების გაცემა კი არ არის, არამედ ეფექტური კომუნიკაცია ჯანსაღი სამსახურებრივი კულტურის ჩამოსაყალიბებლად…