in

როგორ შევქმნათ მენტალურად ჯანსაღი გარემო ოფისში

M2
M2

როგორი სამსახურიც არ უნდა გქონდეთ, ძალიან დატვირთული ხართ თუ ნაკლებად, მან მაინც შეიძლება მძიმე გავლენა მოახდინოს თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ისტორიულად, კრეატიული ინდუსტრია ყოველთვის მოითხოვდა ხანგრძლივ სამუშაო საათებს, მკაცრ ვადებსა და მუდმივ ზეწოლას ინოვაციური ნამუშევრების შესაქმნელად. 

ამ სტატიაში მიმოვიხილოთ, როგორ ვითარდება ჩვენი ინდუსტრია როგორც ადამიანის ყველაზე ძვირფასი აქტივის, კეთილდღეობისა და სიმშვიდის მხარდამჭერი.

გახსნილობის წახალისება

სამენეჯმენტო რგოლის ერთ-ერთი ღირსეული ფასეულობაა ისეთი სამუშაო გარემოს შექმნა, სადაც ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ღიად საუბარი იქნება შესაძლებელი, თანამშრომელს არ შეეშინდება განსჯის ან სამსახურის დაკარგვის. ძალიან ხშირად სააგენტოები ფიქრობენ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერა კანფეტებით სავსე ვაზის დადებითა და იოგის სესიებით გამოიხატება. ეს ცუდი არ არის, მაგრამ არც საკმარისია. 

მენეჯმენტს უნდა ახსოვდეს, რომ არავინ ისაუბრებს ოფისში საკუთარ სირთულეებზე, თუ შიშობს, რომ ეს მათ დაწინაურების პერსპექტივებს წაართმევს, ან კიდევ უარესი, სამსახურს. ამიტომ კარგი იქნება, თუ გახსნილად საუბარს თავად დაიწყებთ და შემდეგ გუნდის წევრებსაც მოუსმენთ.

სამუშაო საათების გადახედვა

შესაძლოა, ბოლო წლებში ინდუსტრიაში ყველაზე კარგი ცვლილება სამუშაო საათების  გადახედვა იყოს. ამჟამად, გრძელი სამუშაო დღეებისა და მუდმივი ხელმისაწვდომობის ტრადიციული მოდელი ყველა მიმართულებით ეჭვქვეშ დგება და ბევრი ორგანიზაცია ამ მიმართულებით კონკრეტულ ცვლილებებს ახორციელებს.

უკვე დატესტილი და კარგი ვარიანტებია ოთხდღიანი სამუშაო კვირა, შაბათ-კვირას დასვენება, ერთთვიანი ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში და სხვა.

მხარდაჭერა

საინტერესოა ისიც, თუ როგორ ზრუნავენ მენეჯერები თანამშრომლებზე მაშინ, როცა მათ ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ, უზრუნველყოფენ თუ არა მათთვის ფსიქოლოგის კონსულტაციას, სესიებსა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პლატფორმებზე წვდომას.

სამუშაო ადგილის კულტურის გადახედვა

ყველა ოფისში ინდივიდუალური სამუშაო კულტურაა. ძირითადად, დატვირთული და დაძაბული რეჟიმის გამო აღარ რჩება დრო თანამშრომლების კეთილდღეობაზე ფიქრისთვის. თუმცა უნდა იყოს გამოყოფილი სპეციალური დრო და საათები, როდესაც ერთად გაატარებთ დროს, დაგეგმავთ გუნდურ შეკრებებს, კორპორაციულებს და ისაუბრებთ პრობლემების საერთო გადაჭრაზე.

ეს ძალიან ზოგადი რჩევებია, რომლებიც თითოეულმა კომპანიამ თავის შიდა კორპორაციულ კულტურას უნდა მოარგოს. კრეატიული ინდუსტრიის ლიდერებმა უნდა ცადონ და თუ ჯერ არ გადაუდგამთ, გადადგან არსებითი ნაბიჯები ცვლილებებისკენ. 

რატომ ვამახვილებთ ყურადღებას მაინცდამაინც ამ ინდუსტრიაზე? იმიტომ, რომ შემოქმედებითი ინდუსტრიები ყოველთვის ამაყობდნენ ინოვაციებითა და პროგრესული აზროვნებით. ახლა დროა, იგივე ინოვაციური სული გამოვიყენოთ სამუშაო ადგილების შესაქმნელად, სადაც კრეატიულობა იზეიმებს ფსიქიკური კეთილდღეობის კომპრომისის გარეშე.

LEGO-ს კუბიკებით შექმნილი F1-ის ბოლიდები ნამდვილ ტრასაზე გამოჩნდნენ

Bottega Veneta-მ წიგნებით ლოგოს ინსტალაცია შექმნა — A Poetic Conversation