in

რამდენიმე ჯანსაღი კვებითი ჩვევა სწორი კვების ხელშესაწყობად

ჩვენ გვაქვს მიზნები ჩვენს ურთიერთობებში, კარიერაში, ფინანსებსა და ჯანმრთელობის საკითხებში. ყველაფერი ეს ჩვენი შინაგანი სურვილების გამოხატულებაა. ხშირად ჩვენ მათ ჩამოვწერთ, რათა ეს მიზნები უფრო კონკრეტული გავხადოთ და გავაგრძელოთ სვლა ჩვენი მიზნებისკენ.

რაც შეეხება ჯანმრთელობას, ჩვენ ხშირად გვაქვს ისეთი მიზნები, როგორიცაა წონის დაკლება, რეგულარული ვარჯიში, ჯანსაღი კვება.. წონის დაკლებას შეიძლება თვეები დასჭირდეს. რეგულარულ ვარჯიშს შეიძლება წლები დასჭირდეს, ხოლო ჯანსაღი კვება და უკეთესი საკვების არჩევის გაზომვა რთულია.

სანამ ამ მიზნებს მივაღწევთ, შეიძლება იმედგაცრუება ვიგრძნოთ და დავნებდეთ. იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ სწორ გზაზე სვლა, ჩვენ შეგვიძლია დავყოთ ეს ჯანმრთელობის მიზნები უფრო მცირე და უფრო რეალისტურ ნაბიჯებად – ნაბიჯები, რომელთა გაზომვა და თვალყურის დევნება ყოველკვირეულად ან ყოველთვიურად უფრო მარტივია – ეს კი იმიტომ, რათა დავინახოთ ჩვენი პროგრესი და ვიგრძნოთ მოტივაცია.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, წარმოგიდგინოთ 5 კარგი კვებითი ჩვევა, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ თქვენი კვების მიზნების მიღწევაში. დიაბეტით დაავადებულებს კი, ეს ჯანსაღი კვების ჩვევები ასევე დაეხმარებათ სისხლში შაქრის კონტროლში.

ორიენტირდით წყალზე

დაისახეთ მიზანი, დალიოთ წყალი ტკბილი სასმელების ნაცვლად. იმისათვის, რომ ეს პროცესი უფრო გაზომვადი იყოს, დაწერეთ რამდენად ხშირად გააკეთებთ ამ არჩევანს – მაგალითად, კვირაში 5-ჯერ.

ჭამეთ ნელა

თქვენს ტვინს დაახლოებით 20 წუთი სჭირდება იმისათვის, რომ გამოაგზავნოს სიგნალები და შეგატყობინოთ, რომ დანაყრებული ხართ. იკვებეთ ნელა და ყურადღება მიაქციეთ, რას ჭამთ და რამდენს. იმისათვის, რომ ეს ყველაფერი უფრო გაზომვათი იყოს, დაწერეთ, რამდენად ხშირად ეცდებით, მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში იკვებოთ.

დაიცავით პორციის ზომა

ერთი პორციის ჭამა გვეხმარება, მივიღოთ საჭირო დოზის კალორიები და არა – ზედმეტი. ასევე, მნიშვნელოვანია დაიცვათ პორციის ზომაც, თუკი გსურთ, რომ საკვების ზედოზირება არ მოხდეს.

ჭამეთ ხილი და ბოსტნეული

დაისახეთ მიზანი, რომ ყოველი ჭამის დროს თქვენი თეფშის ნახევარი ხილითა და ბოსტნეულით შეავსოთ. ხილი და ბოსტნეული არ არის გაჯერებული ტრანს ცხიმებით და მდიდარია დიეტური ბოჭკოებით, ვიტამინებითა და მინერალებით.

ჭამეთ მარცვლეული

მარცვლეულის მიღება დაგეხმარებათ გულის დაავადებებისა და დიაბეტის განვითარების რისკის შემცირებაში. მათ ასევე შეუძლიათ დაგეხმარონ წონის მართვაში, რადგან ისინი დიდხანს ინარჩუნებენ სისრულეს და ამცირებენ საჭმლის მოთხოვნილებას.


რუბრიკას წარმოგიდგენთ ჰენკა, გემრიელი კომბუჩა.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

შვეიცარული საფეხბურთო კლუბი საგულშემატკივრო სუვენირებით ციფრულ ვაჭრობას იწყებს

როგორ შევუწყოთ ხელი თანამშრომლების ფსიქიკურ ჯანმრთელობას, სადღესასწაულო დღეებში?