in

„საქართველოში ყველაზე დიდი სარემონტო მასალების შოურუმი გაიხსნა“ – ჯაოკენი

სარემონტო და მოსაპირკეთებელი მასალების ქსელ „ჯაოკენმა“, რომელიც 1997 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს სარემონტო მასალების უზარმაზარ ასორტიმენტს სთავაზობს, 5 ივნისს, დიდ-დიღომში ახალი შოურუმი გახსნა, სადაც წარმოდგენილია წამყვანი ბრენდების ახალი და ექსკლუზიური კოლექციები.

კომპანია გვთავაზობთ ისეთი სახის პროდუქციას, რომელიც რემონტის ბოლო ფაზაში, ინტერიერისა თუ ექსტერიერის მოსაპირკეთებლად გამოიყენება.
„შოურუმში ნახავთ ყველაფერს, რაც შეიძლება თქვენი იატაკისა და კედლების გასაფორმებლად ან აბაზანის მოსაწყობად დაგჭირდეთ.“
კერამიკული ფილები, პარკეტი, ლამინირებული იატაკი, შპალერი, ლაქ-საღებავები და აბაზანის ინვენტარი – ეს ის ჩამონათვალია რის შერჩევასაც სწორედ აქ შეძლებთ და რაც მთავარია ისინი აუცილებლად უპასუხებენ თანამედროვე დიზაინის ტენდენციებსა და სტანდარტებს.

„თუ სახლის მშენებლობით ხართ დაკავებული, თვალი გადაავლეთ ჩვენი პარტნიორის, „ვანილის სახლის” ვლოგს, სადაც გვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას რემონტისა და მშენებლობის პროცესზე”.

„ვინაიდან კარგად გვესმის, რომ რემონტის პროცესში ყველა ადამიანს სურს საკუთარი ინდივიდუალიზმის გამოხატვა, ჩვენს შოურუმში დაგხვდებათ უდიდესი არჩევანი, დატვირთული თანამედროვე ტენდენციებისა და სტილის მატარებელი ასორტიმენტით, რომელიც მაქსიმალურად მორგებული იქნება ყველანაირ გემოვნებაზე.
გასათვალისწინებელია, რომ განსაკუთრებით მნიშნელოვანია ფილების სწორად შერჩევა, რადგან ამ პროდუქტზე გაკეთებული არჩევანი, როგორც წესი, ყველაზე გრძელვადიანია ხოლმე. ასევე, აუცილებლად ხაზგასასმელია, რომ ჩვენთან წარმოდგენილი ყველა პროდუქტი არის ეკოლოგიურად სუფთა“.

ფილების უდიდესი არჩევანის შემდეგ, თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს პროდუქტები აბაზანის კატეგორიიდან – სადაც ალბათ მართლა ყველაფერია, რომ ეს განსაკუთრებული ოთახი, ერთდროულად ესთეტიკურადაც გამოიყურებოდეს და ამავე დროს პრაქტიკულიც იყოს.

განსაკუთრებულად ვამაყობთ, რომ ჯაოკენში სველი წერტილის სრულყოფილად მოსაწყობად ყველა საჭირო პროდუქტისა და დეტალის შერჩევა არის შესაძლებელი“.

ფილებისა და აბაზანის გარდა, სახლში სიმყუდროვისა და სითბოს ეფექტის შესაქმნელად, გადამწყვეტად მნიშვნელოვანია შპალერის სწორად შერჩევა. მისაღები ოთახი, საძინებელი და საბავშვო ოთახი – ეს ის სივრცეებია, სადაც სახლში ყოფნისას ძირითად დროს ვატარებთ, ამიტომ ჯაოკენის ახალი შოურუმი ამ თვალსაზრისითაც ყველაზე უკეთ მოწყობილი გარემოა სწორი არჩევანის გასაკეთებლად.

„სწორი არჩევანის გაკეთებისთვის, ასორტიმენტზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ხარისხიანი კონსულტაციის მიღება. ზუსტად ამ მიზეზიდან გამომდინარე, ჩვენ დიდ რესურსს ვდებთ მომსახურების ხარისხის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაზე.

რომ შევაჯამოთ ჯაოკენის ახალი შოურუმი, ის ის სივრცეა, სადაც შეგიძლიათ რემონტის კეთების ის პროცესი გაიმარტივოთ, რომელიც პროდუქციის შერჩევას გულისხმობს.

იმისათვის, რომ ჩვენთან ვიზიტი მომხმარებლისთვის დამღლელი არ გამხდარიყო, შოურუმში არაერთი მოსასვენებელი სივრცე განვათავსეთ”.

აქვე გაგაცნობთ სხვა შოურუმების მისამართებს:

  • ქუთაისი: ნიკეას ქ.42
  • სენაკი: ჭყონდიდელის ქ.10
  • ბათუმი: პუშკინის ქ.51
  • ბათუმი: პუშკინის ქ.77
  • თელავი: დავითაშვილის ქ.4

[R]

„კარფურის“ აპლიკაციაში „2022 წლის საზაფხულო აქცია“ დაიწყო!

როგორ რეაგირებს ტვინი მოულოდნელობებზე? — MIT-ის კვლევა