in

„ეს რეკლამა გულს გაგითბობთ“ – ჯაოკენისა და კრაკენის ერთობლივი კამპანია

კომპანია „ჯაოკენმა” ცოტა ხნის წინ თბილისსა და ბათუმში, ახალ ლოკაციებზე ახალი ფილიალები გახსნა, რითიც მომხმარებელს საქართველოში ასორტიმენტის მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზა სარემონტო და მოსაპირკეთებელი მასალების მიმართულებით.

„ჩვენ ვცდილობთ, მომხმარებლებს მუდმივად შევთავაზოთ სიახლეები, როგორც ექსკლუზიური პროდუქტის მრავალფეროვნებით, ასევე ხარისხიანი მომსახურებითა და საინტერესო კონტენტით.“

კომპეტენტურობა; პასუხისმგებლიანობა; მზრუნველობა და ტენდენციურობა – ეს ის ფასეულობებია, რაზეც კომპანია ჯაოკენი წლების განმავლობაში დგას და რითიც მომხმარებელში ღირებულ გამოცდილებას ქმნის.

ზოგადად გვჯერა, რომ ყველა კომპანიას თავისი მისია და დანიშნულება უნდა ჰქონდეს, რაზეც ყოველდღიურად იმუშავებს. ჩვენმა გუნდმა კი წლებია მისიად დაისახა იმ რთული პროცესის შეძლებისდაგვარად გამარტივება, რასაც რემონტი ჰქვია.
საზოგადოდ ცნობილია, თუ რამდენად სტრესული და დამღლელი შეიძლება აღმოჩნდეს ის პროცესი, რომელსაც იდეაში ჩვენი ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად ვაკეთებთ“, – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

ყოველდღიური სამუშაო პროცესის გარდა, სადაც ეს ღირებულებები ნებისმიერი ვიზიტორისთვის ხელშესახებად საგრძნობი ხდება, კომპანიამ გადაწყვიტა ფართო საზოგადოებაში, სარეკლამო კამპანიის დახმარებით გარკვეული ემოციური პოზიციონირება მოეხდინა.

„ამის გამო, თავიდანვე გადავწყვიტეთ, თუკი სარეკლამო რგოლს გადავიღებდით, ეს არ უნდა ყოფილიყო მშრალად მხოლოდ პროდუქტზე ორიენტირებული. გვინდოდა, მაყურებლისთვის სულ მცირე თბილი ემოცია მაინც გვეჩუქებინა და დაგვენახებინა, თუ ვინ ვართ, რა გვიყვარს და რას ვაფასებთ ყველაზე მეტად.“

ჩანაფიქრის განხორციელებაში, კომპანია ჯაოკენს სარეკლამო სააგენტო „კრაკენი“ დაეხმარა.

სარეკლამო რგოლში ნაჩვენებია ხუთი ცხოვრებისეული მომენტი, რომელიც ალბათ ყველა ჩვენგანს თავს ძალიან კომფორტულად, დაცულად, უსაფრთხოდ და ბედნიერად აგრძნობინებს.

აღსანიშნავია, რომ ხუთივე სცენა ერთმანეთისგან განსხვავებულია –  თუმცა სითბოსა და სიმყუდროვის შეგრძნება არის ის, რაც მათ აერთიანებს.

„გვინდოდა, მაქსიმალურად მრავალფეროვანი გარემო გვეჩვენებინა, რომ მაყურებელს თავისი თავის აღმოჩენა და ვიდეორგოლთან ემოციურად დაკავშირება გაადვილებოდა“.

პირველ სცენაში ახალგაზრდა ოჯახია ნაჩვენები, სადაც დედ-მამა პატარა ვაჟს ლეკვს ჩუქნის და ყველა ბედნიერია.

მეორე სცენა პაპისა და შვილიშვილის ურთიერთობას ასახავს, თუ როგორ უხარიათ ერთად თამაში და, თუ რამდენად უფერადებენ ისინი ერთმანეთს გარემოს.

მესამე სცენაში მარტოხელა შუახნის ქალბატონი ჩანს, რომელიც თავის გაზრდილ მცენარეებს რწყავს და ბედნიერია იმ ცვლილებებით, რაც მათ მის თვალწინ განიცადეს.

შემდეგ ახალგაზრდა წყვილია ნაჩვენები, რომლებიც ერთმანეთს სიყვარულით უყურებენ და ამით ტკბებიან.

ბოლო სცენაში კი მეგობართა წრეს ვხედავთ, სადაც ყველა ბედნიერად და კომფორტულად გრძნობს თავს.

რგოლის განმავლობაში, მეორეხარისხოვნად ჩნდება იმ პროდუქტის კადრები, რომელსაც ჯაოკენი რემონტისთვის გვთავაზობს.

თუნდაც მცირე დეტალების მოწესრიგებულ ერთობლიობას ჩვენს გარშემო ნამდვილი სრულყოფილების შექმნა შეუძლია“ – ამბობს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი, მარიამ ჯაკობია.

ვიდეო-რგოლის შესახებ გვესაუბრება სარეკლამო სააგენტო „კრაკენის“ წარმომადგენელიც:

რამდენი ადამიანი მუშაობდა პროექტზე?

პროექტის მუშაობის პროცესში, უშუალოდ იდეურ ნაწილში ჩართული იყო ათამდე ადამიანი, თუმცა აღსრულების ნაწილში ფროდაქშენის გუნდათნ ერთად 30-მდე ადამიანმა იმუშავა.

როგორ დაგენერირდა იდეები? (რა ბრიფი მიიღეთ და როგორ უპასუხეთ)

კამპანიის მთავარი მარკეტინგული მიზანი იყო ადგილობრივ ბაზარზე ბრენდის ცნობადობის გაზრდა და არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან ძლიერი ემოციური კავშირის გაჩენა. მთავარი სტრატეგიულ მიმართულებად ავიღეთ ის ჭეშმარიტება, რომ სახლი დაკავშირებულია სასიამოვნო და სამახსოვრო მომენტებთან, მთავარი მიზანი კი ჯაოკენის პროდუქციის დახმარებით სახლში იდილიის შექმნა იყო. რეკლამაში კი ასახული გვაქვს სხვადსხვა სიტუაციები რომელიც ამ კონკრეტულ იდილიებს ეხმაურება.

ბრიფზე მუშაობის პროცესში ინსაითად გამოვიყენეთ ის მნიშნველოვანი მომენტები რომელიც ყველა ადამიანის ცხოვრებაშია და დავსვით კითხვა- “რას გრძნობ, როცა სახლში ხარ ?” რეალურად იდილია ხშირ შემთხვევაში არ იქმნება არა მხოლოდ პოზიტიური განწყობით, არამედ ამ იდილიის შექმნაში დიდ როს ასრულებს ის ადგილი სადაც ვცხოვრობთ. ჯაოკენი გვთავაზობს ყველა იმ საჭირო პროდუქტს, რომელსაც შეიძლება გაცნობიერულებულად არ აღვიქვამდეთ, მაგრამ ის ამ იდილიის განუყოფელი ნაწილია.

როგორ მიმდინარეობდა გადაღების პროცესი?

ზოგადად, თითოეული გადაღების პროცესი ინდივიდუალური და განსხვავებულია, პროექტი ზუსტად ისე განხორციელდა, როგორც წინასწარ შემუშავდა და დაგეგმარდა, ჩართული იყო როგორც კრეატიული ჯგუფი, ასევე ფროდაქშენ თიმი. გადაღებისას მაქსიმალურად შევეცადეთ, გამოგვეხატა ის გრძნობები და ემოციები, რაც ჩანაფიქრში გვქონდა, მნიშვნელოვანი იყო, რომ გაგვეთვალისწინებინა სეტის ვიზუალურ ნაწილში ისეთი დეტალები, რაც გულისხმობს: ფერებს, განწყობას, სეტის მხატვრობას და ა.შ. საერთო ჯამში პროცესი იყო სასიამოვნო და წარმატებული.

როცა ვხვდებით, რომ გარემო ჩვენი განწყობისთვის მნიშვნელოვანია, მაშინ ვამჩნევთ, რომ კომფორტი ჩვენი სახლის განუყოფელი ნაწილი ხდება.

[პარტნიორის კონტენტი]

თიბისი კონცეპტი შავი ზღვის ჯაზფესტივალის მთავარი მხარდამჭერია

დაეუფლე ახალ პროფესიას – მოსწავლე მექანიკოსის კურსი „თეგეტა მოტორსში“