2011 წელს, იაპონიის ქალაქ ოცუში, 13 წლის მოსწავლემ თვითმკვლელობა სცადა. ინფორმაციას The Japan Times ავრცელებს. თვითმკვლელობის მიზეზი სხვა მოსწავლეების მხრიდან ბულინგი იყო. მასწავლებელი ბულინგს ხუმრობად აფასებდა, სკოლამ კი უარყო, რომ სუიციდის პირდაპირი მიზეზი ბულინგი იყო. თუმცა, ამ შემთხვევამ ბევრი რამ გამოააშკარავა იაპონურ სკოლებში. ამის შემდეგ, მიიღეს რეგულაციები ბულინგის წინააღმდეგ. ახლა, ქალაქ ოცუს ახალი გეგმა აქვს ბულინგის მსხვერპლი სტუდენტების სუიციდისგან დასაცავად. ქალაქი ამ საკითხთან გამკლავებას ხელოვნური ინტელექტით (AI) გეგმავს.
ხელოვნური ინტელექტი, ოცუს სკოლებში, 2012-2018 წლებში მომხდარ 9,000 შემთხვევას განიხილავს. ინფორმაცია მოიცავს მოსწავლეების ასაკს, გენდერს, აკადემიურ მოსწრებას, ასევე იმას, თუ სად და როდის მოსვლიათ უსიამოვნო შემთხვევა. ამგვარად, ქალაქის მერი, ნაომი კოში, იმედოვნებს, რომ მასწავლებლებისგან დამოუკიდებლადაც იქნება შესაძლებელი ტრაგედიის თავიდან აცილება. იმედოვნებენ, რომ ხელოვნური ინტელექტი შესაბამის პირებს მიაწვდის ინფორმაციას იმ შემთხვევებზე, რომლებიც შესაძლოა სერიოზულ პრობლემაში გადაიზარდოს. ამგვარად, შესაძლებელი იქნება დროული ჩარევა და სიტუაციის განმუხტვა.