in

იაპონია, AI ტექნოლოგიის დახმარებით, შობადობის ზრდას გეგმავს

veon
veon

იაპონია, ხელოვნური ინტელექტის შესაბამისი სქემების დაფინანსებით, გეგმავს ისეთი „დამაწყვილებელი“ პროგრამის შექმნას, რომელიც ადმიანებს დაეხმარება სიყვარულის პოვნაში და იმედოვნებენ, რომ ამით შობადობაც გაიზრდება.

გასულ წელს შობადობა 865 000-ზე ნაკლები იყო, რაც რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია. იაპონელი ერი უკვე დიდი ხანია ეძებს დემოგრაფიული პრობლემის მოგვარების და შობადობის კლების აღმოფხვრის გზებს. ხელოვნური ინტელექტის (AI) ტექონოლოგიების გამოყენება კი მათი ერთ-ერთი ბოლო მცდელობაა.

მართალია, უკვე არსებობს გარკვეული აპლიკაციები, რომლებიც გამოიყენება წყვილების შესახვედრად, მაგრამ იაპონელები ხაზს უსვამენ AI ტექნოლოგიის უპირატესობას, განსხვავებით მხოლოდ რამდენიმე კრიტერიუმის შემოთავაზებისა (მაგალითად, ასაკი, სამსახური), პროგრამა ითვალისწინებს პიროვნების ფასეულობებს და ზოგად ინტერესებს.

გუშინ, დღეს და ხვალ…

Wolt – კომპანია დიდი პასუხისმგებლობით