in

2023 წლისთვის იაპონია ხის სატელიტებს ორბიტაზე გაგზავნის

veon
veon

ალბათ, ჩვენი დროის მეცნიერული და ტექნოლოგიური მიღწევების ხასიათიდან გამომდინარე, უკვე აღარაფერი გაგვაოცებს. ინოვაციურმა და ტექნიკურმა წინსვლამ, თითქოს, ყველაფერი შესაძლებელი გახადა და გააქრო სიტყვა “შეუძლებელია”.

კიოტოს უნივერსიტეტისა და იაპონიის სატყეო კომპანიის თანამშრომლობით, სავარაუდოდ, სულ მალე ახალ ინოვაციურ ნაწარმს ვიხილავთ. მათი მიზანია, 2023 წლისთვის ორბიტაზე ხის სატელიტები გაუშვან.

კიოტოს უნივერსიტეტის პროფესორისა და იაპონელი ასტრონავტის, ტაკაო დოის განცხადებით, ხის სატელიტის უპირატესობა ისაა, რომ მისი ორბიტიდან ამოვარდნის, ხელახლა შესვლისას და დაწვისას, ლითონის თანამგზავრზე ნაკლებ მავნე ნივთიერებას გამოყოფს.

”ჩვენ ძალიან გვაღელვებს ის ფაქტი, რომ დედამიწის ატმოსფეროში ხელახლა შესული ყველა სატელიტი იწვება და ქმნის ალუმინის პატარა ნაწილაკებს, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში იფურჩქნება ატმოსფეროს ზედა ნაწილში… საბოლოოდ ეს დიდ გავლენას იქონიებს დედამიწის გარემოზე” – ამბობს ტაკაო დოი.

ვიდრე იდეას განახორციელებენ, საჭიროა გარკვეული ექსპერიმენტების ჩატარება, რათა შეამოწმონ, ხის რომელი ჯიში უძლებს ექსტრემალურ პირობებს.

LG-ის უახლესი ჭკვიანი მაცივრის კარის გაღება ხმოვანი ბრძანების საშუალებით შეგეძლებათ

როგორ აქვეითებს შემოქმედებით უნარებს ყველაფერზე “კის” თქმა