Make It Bright 2021 გამოწვევაა, რომელშიც მონაწილეობას 32 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს. საუკეთესო გუნდს Japan Tobacco International 6-თვიან საერთაშორისო სტაჟირებას სთავაზობს საკუთარ ოფისში და ამას გარდა, ბევრ სხვა საინტერესო შესაძლებლობას ჰპირდება.
კომპანიის გამოწვევის მთავარი მიზნებია:
- გაუზიაროს მონაწილეებს გამოცდილება, რომელიც ღირებულია მათი მომავალი პროფესიული განვითარებისათვის;
- უზრუნველყოს მონაწილეებისთვის ახალი გამოწვევებითა და შესაძლებლობებით დატვირთული პროგრამა;
- შესთავაზოს მონაწილეებს პროფესიონალების მხარდაჭერა და საინტერესო ბიზნეს გარემო;
- მისცეს მონაწილეებს საერთაშორისო სტაჟირების მოგების შესაძლებლობა;

მონაწილეობის პირობები:
- ხარ 18-იდან 24 წლამდე ახალგაზრდა, მესამე ან მეოთხე კურსის სტუდენტი?
- გაქვს 2 წელიწადზე ნაკლები სამუშაო გამოცდილება?
- კარგად ფლობ ინგლისურ ენას?
- ხარ კრეატიული და მიზანდასახული?
მაშინ შეუერთდი გამოწვევას. დარეგისტრირდი ვებგვერდზე www.makeitbright.com , შექმენი 2 მონაწილისაგან შემდგარი გუნდი, მიიღე რეალური ბიზნეს გამოწვევა & წარადგინე შენი იდეები გლობალურ პლატფორმაზე. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 31 მაისი.
[R]














