5
Dec
2018

იაპონური კინოს ფესტივალი თბილისში

5 Dec 2018

იაპონიის საელჩოსა და იაპონიის ფონდის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური კინოს ფესტივალი გაიმართება. მაყურებელს ოთხი ფილმის ნახვის შესაძლებლობა ექნება: “მისტიური გოგონა”, “ცხოვრების დაპირება”, “ვანკუვერ ასაჰი” და  “ცხოვრების ბრწყინვალება”. ფილმები წარმოდგენილი იქნება იაპონურ ენაზე, ქართული და ინგლისური სუბტიტრებით. ფესტივალი 15-16 დეკემბერს, კინოთეატრ “ამირანში” ჩატარდება. დასწრება თავისუფალია.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

განხილვა