in

იაპონური ჩაის ცერემონია თბილისში

დღეს, 24 ოქტომბერს, თბილისში იაპონური ჩაის ცერემონია და იაპონური კალიგრაფიის ჩვენება მოეწყობა. ცერემონიას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი უმასპინძლებს, იაპონურ ბაღში. ღონისძიება 12:00 სთ-ზე დაიწყება და საათნახევარს გასტანს. ჩაის ცერემონიას ოსტატი ნაოკო მაცუდაირა გაუძღვება, კალიგრაფიის ჩვენებას კი ლუკას აკემი მოაწყობს. ღონისძიება ტოკუგავასა და სხვა ოსტატების კულტურული პროექტის ფარგლებში იმართება. აღსანიშნავია, რომ ჩაის ცერემონია, იგივე “ჩადო”,”ჩანიოუ” და “სადო”, საუკუნოვანი იაპონური ტრადიციაა. ესაა რიტუალი, რომელსაც ასევე “ჩაის გზადაც” მოიხსენიებენ და მისი ერთ-ერთი მთავარი “ინგრედიენტი” სიმშვიდეა. იაპონური კალიგრაფია (იგივე “შოდო” და “შუჯი”) წერის ხელოვნებაა, რომელიც იაპონური მრავალსაუკუნოვანი კულტურის განუყოფელი ნაწილია.

BOG
BOG

შავ ზღვაში, მსოფლიოში ყველაზე ძველი ჩაძირული გემი აღმოაჩინეს

რა გავლენას ახდენს სამუშაო გარემო შრომის ნაყოფიერებაზე?!