in

დიზაინერებისა და AI-ს ერთობლივი ხედვით Jardim Sonoro-ს ფესტივალის პოსტერები შეიქმნა

Lisb-ON Jardim Sonoro 2014 წელს პორტუგალიის დედაქალაქში ამოქმედდა, როგორც ელექტრონული მუსიკის მსოფლიოში საუკეთესო სამდღიანი დღესასწაული. იქიდან გამომდინარე, რომ წელს ფესტივალი Monsanto Park-ში იმართება, რომელსაც ლისაბონის ფილტვებს უწოდებენ, წლევანდელი სეზონის ბრენდინგი სათანადოდ მწვანე უნდა ყოფილიყო.

როგორც ყოველთვის, ვიზუალის დამუშავება Dentsu Creative Portugal-ის გუნდს დაევალა. მათ მთავარ საზრუნავს ის წარმოადგენდა, თუ როგორ უნდა შეეხამებინათ ახალი ბრენდინგი ახალი გარემოსთვის. ამ გამოწვევის დასაძლევად და შთაგონების მისაღებად, გუნდმა Midjourney-ს მიმართა — მოწინავე ვიზუალური ხელოვნური ინტელექტის პლატფორმას.

„როგორ მოწმეებისა და წინა ჯადოსნური გამოცემების ნაწილებისთვის, ჩვენთვის ადამიანურად შეუძლებელი გახდა იმის წარმოდგენა, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო შთამბეჭდავი ვიზუალის შექმნა. მით უმეტეს მაშინ, როცა ამდენი ცვლილება დაიგეგმა“, — განმარტავს გილ კორეა, Dentsu-ს კრეატიული დირექტორი.

გუნდის მიერ შეტანილი საკვანძო სიტყვების საპასუხოდ, Midjourney-მ შეძლო ფესტივალის ზოგიერთი საუკეთესო შემსრულებლის სახის თვისებების შერწყმა ბუნების სიმბოლოებთან, როგორიცაა ფრინველები, პეპლები, ფოთლები და ხეები. შედეგად, შექმნა 12 მოულოდნელი და უნიკალური სახე.

შემდეგ ისინი კიდევ უფრო დახვეწეს დიზაინერებმა — დაამუშავეს კომპოზიციები, დაამატეს დეტალები და შეათანხმეს ფერთა პალიტრა, რათა პოსტერებს შორის ერთგვარი კავშირი დაემყარებინათ. საბოლოოდ მიიღეს ვიზუალები, რომლებიც იდეალურად ერწყმის ფესტივალს და მის ხასიათს, როგორც სიურრეალისტურ და უჩვეულოდ ლამაზ გამოცდილებას.

საუბრისას ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასა და კრეატიულ ინდუსტრიებში მისი როლის უფრო ფართო განხილვაზე, Ivo Purvis, Dentsu-ს კრეატიული დირექტორი, ამბობს: „ამ ტიპის ტექნოლოგიის გამოყენების აქტუალობა და ჩვენს აზროვნებასთან, ადამიანურ მხარესთან შეთავსება ძალიან საინტერესო იქნება ყველასთვის. ამ საკითხს ცნობისმოყვარეობით და ენთუზიაზმით ვუდგებით და ვცდილობთ, დრამატული და ფატალისტური შეხედულება არ გვქონდეს, თითქოს AI-ს სახით მტერი გვყავდეს“.

რამდენი GRP დააგროვა თქვენმა რეკლამამ?

ვების ტელესკოპი „ვარსკვლავების ბაღის“ აქამდე უცნობ დეტალებს გვაჩვენებს