in

Jarima.ge – ჯარიმების გადახდის ონლაინ პლატფორმა

Jarima.ge კონსტანტინე ლობჟანიძის მიერ დაფუძნებული ონლაინ პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს პატრულისა და თბილისის პარკინგის ჯარიმების გადახდას და სხვა მრავალ სერვისს ინტერნეტის საშუალებით, ერთი საიტის ფარგლებში სთავაზობს. პლატფორმის შესახებ Marketer.ge მას თავად გაესაუბრა:

bog
bog-mob

 

M: როგორია პლატფორმის კონცეფცია?

ყველას კარგად მოეხსენება დღევანდელი თანამედროვე ციფრული სამყაროს  განვითარების ტემპები და ტენდეციები. შესაბამისად ნათელია, რომ ეს ყველაფერი უკვე შეუქცევადი ხასიათის მატარებელია. დღესდღეობით საქართველოც იმკვიდრებს მნიშვნელოვან  ადგილს ამ მიმართულებით. ელექტრონული კომერციის და ინტერნეტის სწრაფმა განვითარებამ მსოფლიოში და შესაბამისად საქართველოშიც გამოიწვია ელექტრონულ სერვისებზე მოთხოვნის ზრდა. მომხმარებლები ამ სერვისების გამოყენებით კიდევ უფრო იმარტივებენ სასურველი პროდუქციის ან მომსახურების მიღებას და ლოგიკურიცაა, ყველაფერი ვითარდება და განვითარების ერთ-ერთი გამოხატულება სიმარტივისკენ სწრაფვაა. ჩვენც შევეცადეთ, რომ საზოგადოებას შეგვეთავაზებინა კონკრეტულ სერვისზე ორიენტირებული მომსახურება, რომელიც მათ ყოველდღიურობას გაამარტივებს.

ერთ-ერთი ამ სერვისთაგანია ონლაინ პლატფორმა www.jarima.ge, რომელიც კერძო და იურიდიული პირებისთვის უზრუნველყოფს და კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის, მარტივად გადაიხადონ ავტომობილებზე არსებული პატრულისა და თბილისი პარკინგის ჯარიმები.

M: რა მიზანი აქვს მას და რატომ არის საჭირო იგი დღევანდელობაში?

www.jarima.ge-ის მიზანი არის მარტივი, სწრაფი და მოქნილი მომსახურება. ყველამ ვიცით, რომ არსებობს ბევრი არხი, რითიც შეიძლება ჯარიმები გადაიხადო, მაგრამ უამრავ მათგანს მიაქვს დრო. თითქმის არ იყო ბაზარზე ისეთი სერვისი, რომელიც დაგეხმარება ერთი ხელის მოსმით მოიძიოთ ჯარიმები და გადაიხადო. ამიტომაც გახდა ხალხისთვის საინტერესო დივერსიფიცირებული და სერვისზე ორიენტირებული ჯარიმების გადახდის ონლაინ სერვისი.

www.jarima.ge  იძლევა საშუალებას, რომ საიტზე შეხვიდეთ და არ დაიკარგოთ სასურველი განყოფილების ძებნაში, არ აგერიოთ ღილაკი და თვალები არ გეტკინოთ ჭრელი ვიზუალით, არამედ, სულ რაღაც 7 სერვისიდან აირჩიოთ სასურველი სერვისი.  ყველანაირი რეგისტრაციის გარეშე მოძებნოთ ჯარიმები და  გადაიხადოთ ონლაინ, საქართველოში მოქმედი ყველა ბარათით.

შემოთავაზებული სერვისით სარგებლობისას, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს  აქვთ საშუალება, სპეციალური მონიტორინგის  საშუალებით, დროულად შეიტყონ მის ავტომობილზე ან ავტომობილებზე არსებული ჯარიმები ან პარკირების სტატუსის ინფორმაცია, ელ-ფოსტაზე მიიღონ პარკირების ვადები და სხვა.

ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია იმ პირებისა თუ კომპანიებისათვის რომლებსაც ავტოპარკში ჰყავთ ბევრი ავტომობილი, ჩვენი მონიტორინგის გამოყენება კომპანიებს და კერძო პირებს აძლევს საშუალებას  დაზოგოს დრო და ენერგია და შეძლოს მთლიანი ავტოპარკის  მართვა ერთ პლატფორმაზე სრულიად უფასოდ.

Mკონკრეტულად, რა სერვისებს სთავაზობთ მომხმარებლებს?

www.jarima.ge მომხმარებლებს სთავაზობს:

რეგისტრაციის გარეშე მარტივად მოძებნოს: საპატრულო ჯარიმები, თბილისი პარკინგის ჯარიმები, გადაამოწმოს პარკირების საშვის ვადა, გადაიხადოს მოძებინილი ჯარიმები საქართველოში მოქმედი ყველა ბარათით და, ასევე, შეიძინოს პარკირების სასურველი საშვიც.

თუ მომხმარებელი გაივლის მარტივ უფასო რეგისტრაციას:

შეუძლია უსაზღვრო რაოდენობის ავტოპარკის დამატება.

  • დამატებულ ავტოპარკზე მონიტორინგის შედეგად რეგისტრირებულ ელ-ფოსტაზე გაიგზავნება ჯარიმის / ჯარიმების და პარკირების ვადის შესახებ ინფორმაცია, კონკრეტულად კი ინფორმაცია პარკინგის მოახლოებული ვადის გასვლის შესახებ.
  • მომხმარებელს მიღებული წერილიდანვე შეუძლია, მყისიერად ისარგებლოს გადახდის იმ სერვისით, რაზეც მიუვა წერილი.
  • შესაძლებელია დამატებული ინფორმაციის მარტივი ძებნა პლატფორმაზე.
  • ხელი მიუწვდება საიტზე გადახდილი ჯარიმების და შეძენილი პარკირების საშვის შესახებ ისტორიულ ინფორმაციაზე.
  • მიიღოს გადახდის შესახებ ოფიციალური ცნობა, რომელიც პლატფორმის ადმინისტრაციისგან გაიცემა ნებისმიერ სახელმწიფო უწყებაში წარსადგენად.

ვცდილობთ, სერვისი იყოს მომხმარებლის მაქსიმალური კმაყოფილების მიზეზი.

M: როგორ და რა გზით შეუძლიათ მომხმარებლებს თქვენი პლატფორმით სარგებლობა?

მიმდინარე მომენტისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ ვებ პლატფორმა. www.jarima.ge-ით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით.

M: როგორ ფიქრობთ, რატომ არის ხალხისთვის ეს პლატფორმა კომფორტული“?

Jarima.ge გამოირჩევა მარტივი ინტერფეისით და საშუალებას იძლევა, მარტივად გადაიხადოთ ჯარიმა ან რეგისტრაციის შემდგომ განახორციელოთ მონიტორინგი ერთ ან რამოდენიმე ავტომობილზე ერთად, რომელიც მომხმარებელს უზოგავს დროს და ენერგიას და გამორიცხავს შეცდომების დაშვებას, ფაქტების დავიწყების შანსს, რომ ჯარიმა გადასახდელია და მასზე საურავი არ დაირიცხოს.

M: სამომავლო გეგმების შესახებ მოგვიყევით..

სამომავლო გეგმები დიდია. პირველ რიგში გვინდა, რომ პლატფორმის სტაბილურობაზე საუბრობდეს ხალხი.  ძალიან კარგი და პოზიტიური “ფიდბექი” გავქვს მომხმარებლებისგან. ვითვალისწინებთ მათ თხოვნებს ფუნქციონალზე და ვახორციელებთ მუდმივ განახლებებს სერვისის მრავალფეროვნებისთვის. ე.წ. User Friendly გარემოს შესაქმნელად ყველაფერს ვაკეთებთ.

მიმდინარე მომენტისთვის დასასრულს უახლოვდება ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტის  მობილური აპლიკაციის შექმნა, (საწყის ეტაპზე მხოლოდ Android App, მეორე ეტაპისთვის გვსურს, რომ IOS შევთავაზოთ ხალხს აპლიკაცია). თებერვლის ბოლოს იქნება SMS სერვისით სარგებლობის საშუალებაც.

[R]

ვითიბი ბანკი და Gita ტექნოპარკში კრეათონს გამართავენ

ეს უნდა გამოცადო ზოი კრავიცთან ერთად