in

აი, როგორია სამყარო მხედველობა დაქვეითებული ადამიანებისთვის — Google Pixel

ბოლო ორი წელია, Google სუპერ თასს თავისივე Pixel-ის კამერის შესაძლებლობების გამოსავლენად იყენებს, მათ შორისაა Real Tone-ის ფუნქციაც და ფოტოების გამოსწორების შესაძლებლობაც, თუნდაც ეს სურათიდან ადამიანების სრულად ამოშლას გულისხმობდეს… და როგორც ვხედავთ, არც 2024 იქნება გამონაკლისი — Google კვლავ ხაზს უსვამს Guided Frame-ის ხელმისაწვდომობის ხელსაწყოს ვიდეოში, რომელსაც Javier in Frame უწოდა. 

BOG

აქ მხედველობა დაქვეითებულ კინორეჟისორ ადამ მორზის ნამუშევარს ნახავთ, რომელიც უსინათლო კაცის ხავიერის შესახებ მოგვითხრობს — Pixel-ის AI Guided Frame-ის ფუნქციას იყენებს, რათა ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები ასახოს, სიყვარულის პოვნიდან შვილის გაჩენამდე. ვიდეოს გადაღებისას კი მორზმა კამერის ობიექტივს ჟელეს მსგავსი მასა წაუსვა, რათა უკეთ გავცნობოდით, როგორია სამყარო ხავიერის პერსპექტივიდან. 

Javier in Frame-ით გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ მხედველობა დაქვეითებული ადამიანებიც ზუსტად ისევე იღებენ სიამოვნებას ფოტოების გადაღებით, როგორც ნებისმიერი სხვა. ხავიერის ამბავი კი ერთ-ერთია ადამიანური სიყვარულისა და ოჯახის შექმნის შესახებ, — განმარტავს დერილ ბატლერი, Google-იდან.

ასტრონომებმა საცხოვრებლად ვარგისი პლანეტის კიდევ ერთ კანდიდატს მიაგნეს

„მივიყვანოთ საქმე ბოლომდე – ახლა!“ – ნახეთ, ACAG-ის პრინტ კონკურსის ნამუშევრები ევროკავშირში გაწევრიანების თემაზე