in

Jay’s Laboratory – გოგო, რომელმაც ხასიათი მეთოდად აქცია

უცხო ენის სასწავლად, ყველა ადამიანი, ინდივიდუალურ გზას ეძებს. საკუთარი თავი გაიხსენეთ, რამდენჯერ გაგიკრავთ „სტიკერები“ სარკეზე, ან კომპიუტერის ეკრანზე?! შეიძლება სხვა მეთოდით, სმენით გიცდიათ, დაგემახსოვრებინათ ახალი სიტყვები. დღეს სწორედ ასეთ შემთხვევაზე უნდა გიამბოთ, ოღონდ ერთ ადამიანს კი არა, ინგლისურის შემსწავლელ ცენტრს ვგულისხმობ, Jay’s Laboratory-ს, სადაც სწავლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია და მთავარი როგორც მისი დამფუძნებელი ჯეინ ოქროპირიძე ამბობს, ფსიქოლოგიური მიდგომაა. აქ ყველაფერი პრაქტიკულად, სავარჯიშოებითა და სიმულაციებით ისწავლება. ინგლისურთან ერთად, პროცესში ინტეგრირებულია სხვადასხვა სფეროს ტრენინგები და საბოლოოდ გამოდის, რომ ენის გარდა, სტუდენტი მარკეტინგის, პიარის, ბიზნესის მიმართულებითაც იღებს განათლებას.

bog
bog-mob

„ვინც ცოტა მაინც იცის ინგლისური, მათ 5-6 თვე მაინც სჭირდებათ, რომ თავისუფლად საუბარი შეძლონ. ვინც სულ თავიდან იწყებს, 7-8 თვეში აქვს იგივე შედეგი. ისეთი შემთხვევებიც გვქონია, ნულიდან დაუწყიათ და 6 თვეში ისე აუთვისებიათ ენა, სხვებისთვისაც კი შეძლებდნენ სწავლებას“.

Jay’s Laboratory-ში მეცადინეობა კვირაში სამჯერ ტარდება. ახლა, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, კურსები „ონლაინ“ მიმდინარეობს. ადაპტაცია არ გასჭირვებიათ, რადგან აქამდეც ბევრი სტუდენტი ჰყავდათ ევროპაში, ამერიკაში, აზიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები და ჩვეულებრივ პირობებში, მეცადინეობის ნაწილს ისედაც „ონლაინ“ ატარებდნენ.

მოთხოვნის მიუხედავად, ამ ეტაპზე, სხვა ენის დამატებას არ გეგმავენ დაინგლისურზე აპირებენ კონცენტრირებას, რომ ყველა რესურსი მათივე მიდგომებისა და მეთოდების დასახვეწად გამოიყენონ.

„სტუდენტებისთვის ისიც დიდი სტიმულია, რომ სწავლის საფასურის დიდი ნაწილი ქველმოქმედებაში მიდის. ვეხმარებით მოხუცებს, ბავშვებს, გვყავს სტუდენტები, ვისაც თანხას არ ვახდევინებთ. ჩვენ სწავლის მონეტიზაციას არ ვაკეთებთ, აბსოლუტურად სხვა ღირებულებები გვაქვს. ასე რომ არ იყოს, ახლა, მინიმუმ, 4 ფილიალი გვექნებოდა, მაგრამ არ ვიქნებოდით Lab, რაც ჩვენთვის ბევრად მნიშვნელოვანია“.

Jay’s Laboratory, დაახლოებით, წელიწად-ნახევრის წინ ჯეინ ოქროპირიძემ დააფუძნა. საქართველოში დაბრუნებამდე, ევროპასა და აზიაში 41 სხვადასხვა კომპანიაში, წამყვან პოზიციებზე მუშაობდა. სწავლობდა Oxford College-ს საერთაშორისო ბიზნეს ურთიერთობებისა და  ინგლისური ენის კურსებზე, მანამდე კი, ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომუნიკაციის ფაკულტეტი დაამთავრა.

ჯეინ ოქროპირიძე: არ მინდოდა, მხოლოდ ენის შემსწავლელი კურსი გამეკეთებინა. მე თვითონ ვარ ტრენერი და ქოუჩი, ეს ჩემი პროფესიაა, ევროპისა და აზიის ქვეყნებში ზუსტად ამ მიმართულებით ვმუშაობდი. მსურდა,  გამეერთიანებინა ენის სწავლა და სხვადასხვა თემატური ტრენინგები. თავიდანვე მინდოდა, შემექმნა კომპანია, რომელიც ყველასგან განსხვავებული იქნებოდა და სადაც ყველა ბედნიერად იგრძნობდა თავს. დღეს ვთვლი, რომ ეს შევძელი.

Jay’s Laboratory-ს შექმნის მთავარი მიზანი რა იყო? 

საზღვარგარეთ რომ ვცხოვრობდი, ვხედავდი, როგორი პრობლემები ჰქონდათ იქ ჩამოსულ ქართველებს, ენასთან დაკავშირებით. სამსახურში ისინი იმდენად დიდ წინააღმდეგობებს აწყდებოდნენ ენის არ ცოდნის გამო, სულ მიკვირდა, რა ხდება საქართველოში ისეთი, რომ უმეტესობამ ინგლისური არ იცის-მეთქი?! არა და თითქოს, ჩვენს ქვეყანაში არსებობს რესურსი, ისწავლონ და ასწავლონ უცხო ენა კარგად. აი, ამიტომ გადავწყვიტე Jay’s Laboratory-ს შექმნა და ფაქტობრივად, ამის გამო დავბრუნდი სამშობლოში 15-წლიანი ემიგრაციის შემდეგ. მთელი ეს პერიოდი, საზღვარგარეთ, ვმუშაობდი და ვსწავლობდი. დღეს საქართველოში არსებულ ცენტრებში, თითქმის ყველგან, ერთი და იგივე სისტემაა: სტუდენტებს ამეცადინებენ გაკვეთილზე და შემდეგ სახლში აძლევენ დავალებას. ჩვენ გვგონია, რომ ეს პასუხისმგებლობის ნაწილის მხოლოდ მოსწავლეზე გადაბარებაა. ჩვენ ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებთ. სტუდენტმა ჩვენთან მხოლოდ უნდა იაროს და დანარჩენს ჩვენ მივცემთ. გამორიცხულია Jay’s Laboratory-ს მეთოდითა და მიდგომით, ადამიანმა ვერ ისწავლოს ენა.

როგორ უნდა მოხვდნენ მსურველები Jay’s Laboratory-ში?

პირველ რიგში, უნდა მოვიდნენ გასაუბრებაზე, სადაც განვსაზღვრავთ ენის ცოდნის დონეს. ასევე ვადგენთ მეხსიერების ტიპს, ანუ თვალით უკეთ იმახსოვრებს, თუ სმენით. შემდეგ ვანაწილებთ ჯგუფებში. ერთად ვსვამთ მეხსიერების ერთი ტიპის, დაახლოებით, ერთი და იმავე ასაკის, ინტერესების ადამიანებს და ბუნებრივია მათ, ვინც, დაახლოებით, ერთ დონეზე იცის ენა.

რა მეთოდით ასწავლით Jay’s Laboratory-ში ინგლისურს?  

ჩვენთან ამოსავალი არის ფსიქოლოგიური მიდგომა, სტუდენტებს არ ვაძლევთ სახლში დავალებებს. კლასში კი ისეთ სიმულაციებს, თამაშებს და სავარჯიშოებს ვაკეთებთ, რომ ტვინი ავტომატურად აღიქვამს და ძალიან სწრაფად იმახსოვრებს მიწოდებულ მასალას. და როდესაც შედეგს ხედავენ, თავადაც უკვირთ, ასე „თამაშით“, როგორ შეძლეს სწავლა. სასწავლო პროცესში ინტეგრირებული გვაქვს სხვადასხვა მიმართულებებიც – მეცადინეობისას ინგლისურად ვსაუბრობთ მარკეტინგზე, პიარზე, ბიზნესზე, ამ თემების ირგვლივ განვიხილავთ „ქეისებს“. ასევე ვაკეთებინებთ ბიზნეს შეხვედრებს. მოკლედ, სტუდენტები ძალიან ბევრი კუთხით იღებენ განათლებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მთელი მეთოდი არის დაფუძნებული პრაქტიკაზე. ყველანაირ სავარჯიშოსა და სიმულაციას მხოლოდ პრაქტიკულად ვაკეთებთ, არანაირი თეორია.

როგორ ფიქრობთ, ასეთი მეთოდი მიმზიდველია საქართველოში, სადაც სხვა სისტემას ვართ მიჩვეულები? 

იცით, აქ მხოლოდ მეთოდზეც არ არის. სხვადასხვა თემატიკის ტრენინგებისა და ინგლისურის გაერთიანებით ჩვენ შევქმენით პლატფორმა, სადაც მხოლოდ უცხო ენას არ სწავლობენ, ჩვენი სტუდენტები აზროვნებას იცვლიან. „ლაბორატორიაც“ სწორედ ამიტომ დავირქვით. გარდა ამისა, ჩვენთან არ აქვს მნიშვნელობა, ვინ როგორ საუბრობს, ვის როგორი აქცენტი აქვს. იმდენად თავისუფალი გარემოა, მსგავსი კომპლექსები მეორე გაკვეთილზე ეხსნებათ. სულ ვეუბნებით, იცი, არ იცი, ისაუბრე, სცადე და აუცილებლად გამოგივა. მეცადინეობები კვირაში სამჯერ გვაქვს, მაგრამ ხშირად ინდივიდუალურად ვურეკავთ სტუდენტებს და ვესაუბრებით, ცხადია, ინგლისურად. ძალიან მეგობრული გარემო გვაქვს. განათლების გარდა, ვცდილობთ, სტუდენტებს მივცეთ დიდი სტიმული და დადებითი ემოციები. ჩვენი მთავარი ხიბლი არის ბუნებრიობა. არასოდეს არ გვაქვს ცრუ ემოციები. სულ ვეუბნები ჩემს თანამშრომლებსაც, ზუსტად ისეთები იყვნენ ლექციაზე, როგორც რეალურ ცხოვრებაში არიან. „ლაბორატორიაში“ ძალიან მეგობრული გარემოა და როგორც წესი ემოციებსაც ვცვლით, რაც საქართველოში ძალიან იშვიათია, ანუ We Change Emotions. ეს უყვართ ჩვენში სტუდენტებს, რა საკვირველია, სწავლების მაღალ ხარისხთან და პროფესიონალ ტრენერებთან ერთად.

ვინ არიან თქვენი ტრენერები? 

ჩემი ჩათვლით, სულ 5 ტრენერი ვართ. ერთმანეთისგან აბსოლუტურად განვსხვავდებით, ერთადერთი რაც გვაერთიანებს ეს პროფესიონალიზმია. ყველანი საზღვარგარეთ ვცხოვრობდით, გვაქვს დიდი გამოცდილება, ჩახედული ვართ იქაურ სასწავლო პროგრამებში, რომლებიც ავიღეთ და მოვარგეთ ქართულ რეალობას. მეხუთე ტრენერი სულ ახლახან შემოგვემატა, მამა გიორგი. ის 29 წლისაა და პროფესიონალის გარდა, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ადამიანია, ვინც კი ოდესმე შემხვედრია. ზოგადად, ჩვენთან იმდენად თავისუფალი სივრცეა, რომ სქესის, ასაკის, რელიგიური კუთვნილების და საქმიანობის მიუხედავად, ყველა ძალიან კომფორტულად, მშვიდად და ბუნებრივად გრძნობს თავს.

თქვენ როგორ ფიქრობთ, რითია გამორჩეული Jay’s Laboratory? 

Jay’s Laboratory-ს მთავარი უპირატესობა ის მიდგომები და მეთოდია, რომელსაც სწავლების პროცესში ვიყენებთ. ჩვენ შევისწავლეთ, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, გავაანალიზეთ რა იყო იქ მნიშვნელოვანი და ეფექტური უცხო ენის სწავლების დროს. შემდეგ ეს ყველაფერი ადგილობრივ რეალობას მოვარგეთ. შედეგად მივიღეთ მეთოდი, რომ ყოველგვარი ძალდატანებისა და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ვასწავლით ინგლისურ ენას. ამისთვის კი შევიმუშავეთ სხვადასხვა ფსიქოლოგიური მეთოდი, შევქმენით უამრავი სავარჯიშო და სიმულაცია. ჩვენი თითოეული სტუდენტი გრძნობს, რომ დიდ პატივს ვცემთ და ვზრუნავთ მათ კარიერულ წინსვლაზე – ვთანამშრომლობთ სხვადასხვა კომპანიასთან და კურსის დასრულების შემდეგ, სამსახურის მოძიებაშიც ვეხმარებით, რადგან ინგლისურის გარდა, მათ უკვე აქვთ ცოდნა თუ გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით. და რა თქმა უნდა, Jay’s Laboratory-ს უპირატესობა არის გუნდი, ვინც ჩემთვის ყველაზე საამაყო ადამიანები არიან. მართლა იმაზე ბევრად უკეთესები არიან, ვიდრე ოდესმე მიოცნებია.

სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით? 

ვაპირებთ ახალი ფილიალების გახსნას. ბათუმში არის ძალიან დიდი მოთხოვნა. პრინციპში, გაზაფხულზე ვგეგმავდით, თუმცა, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, გადავდეთ და მაქსიმუმ, თებერვალში აუცილებლად შევხვდებით ამ ქალაქში. ჩვენს კურსებზე ასევე დიდი მოთხოვნაა ქუთაისში და ბუნებრივია, იქაც ვაპირებთ ფილიალის გახსნას. გარდა ამისა, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ტექნოლოგიურ კომპანია VIREX-თან ერთად, ინგლისური ენის აპლიკაციის შექმნას ვაპირებ, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გაიყიდება. Jay’s Laboratory-ს, მთელი თავისი უპირატესობებით, ვირტუალურ სივრცეში გადავიტანთ. VIREX-ის დახმარებითა და ტექნიკური მხარდაჭერით კი, მთელს მსოფლიოში, მილიონობით ადამიანს მივცემთ შესაძლებლობას, ინგლისური ჩვენი მეთოდით ისწავლოს. ასე, რომ საკმაოდ ბევრი გეგმა გვაქვს და ვფიქრობ, წინ ძალიან საინტერესო თავგადასავლები გველოდება.  ასევე აქტიურად ვაპირებთ ტრენინგების ჩატარებას. ეს ჩვენი ლაბორატორიისთვს სიახლე არ არის, აქამდე კერძო კომპანიებს ვუტარებდით სამოტივაციო, მარკეტინგის, გაყიდვების და სხვა ტრენინგებს. ახლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია მასზე დასწრება. ასეთმა ტრენინგებმა საზღვარგარეთ დიდი წარმატება მოგვიტანა. თამამად შემიძლია ვთქვა, ასეთი რამ საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. სალექციო პროცესში ჩართული გვეყოლება ქოუჩები ევროპიდან. პირველი ტრენინგი ქალებისთვის გაკეთდება და იქნება სამოტივაციო. ის მხოლოდ საგანმანათლებლო კურსი არ იქნება, აქ ადამიანების აზროვნებას შევცვლით. მოკლედ, განათლების სექტორში ნამდვილ რევოლუციას ვგეგმავთ.

 

[R]

საახალწლო შეთავაზება მრავალფუნქციური კომპლექსისგან „მოედანი“ 

ბორჯომი 130 წლის იუბილეს აღნიშნავს!