in

14 ოქტომბერს, ფესტივალი „ჯაზი და ღვინო კახეთი“ გაიმართება!

14 ოქტომბერს, „ჯაზისა და ღვინის ფესტივალი“ კახეთში უკვე მეშვიდედ ჩატარდება. წლევანდელი ფესტივალის სტუმარი ქვეყანაა იტალია. ღონისძიება წინანდლის მამულში გაიმართება. „ჯაზისა და ღვინის ფესტივალი“, 13:00-ზე გაიხსნება, ტრადიციულად, ღვინის დეგუსტაციით. ფესტივლის სტუმრები, ქართულ ღვინოსთან ერთად სტუმარი ქვეყნის ღვინოსაც დააგემოვნებენ. წლევანდელ ღონისძიებაზე ქართული ღვინის 30-ზე მეტი მწარმოებელი მიიღებს მონაწილეობას.

14:00 საათზე ამფითეატრის სცენა დაეთმობა სალთ პინათს შოუს. ფესტივალის სტუმრებს, მუსიკის ფონზე, ტრადიციული იტალიური კერძებით გაუმასპინძლდება იტალიელი მზარეული მაურიციო სიცილიანო, 14:00-15:00, 16:00-17:00 საათებში. 15:00 საათზე, ამფითეატრის სცენაზე მსმენელის წინაშე დუეტი სკეჩბუქ დუო წარდგება, მუსიკალური კომპოზიციებით

16:00-17:00 საათებში, სალთ პინათს შოუს სპეციალურად მოწვეული სტუმარი სარა ჯეინ გიოტი შეუერთდება.

სადღესასწაულო განწყობა, 19:00 საათზე, ბოლრუმში, თანამედროვე ჯაზის ვარსკვლავის, თეო ქროკერისა და მისი კვარტეტის კონცერტით გაგრძელდება.

დღის ბოლოს კი, 21:00 საათზე, ამფითეატრის მსმენელის წინაშე ცნობილი ესიდ-ჯაზ ჯგუფი მოჰორაიზონსი წარდგება.

  • ტრადიციულად, ფესტივალს თიბისი კონცეპტი წარადგენს 
  • ღონისძიების ოფიციალური სპონსორია ვიზა
  • მხარდამჭერი: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრცია და იტალიის საელჩო
  • მასპინძელი სასტუმროები: რედისონ ქოლექშენი და პარკ ჰოტელ წინანდალი
  • ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები: Marketer.ge, TVიმედი, ჟურნალი „Homeland of Wine“, რადიო ფორტუნა.

ფესტივალის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე: www.tkt.ge

თიბისი კონცეპტის ბარათით გადახდისას, შეგიძლიათ დაიბრუნოთ გადახდილი თანხის 20%. თიბისის Visa ბარათებზე კი, 15%-იანი ქეშბექი ვრცელდება. შეთავაზება არ ვრცელდება თიბისი ერთგულის ბარათებზე.

[R]

Starbucks-მა და Disney-მ ყოველდღიური ნივთების საერთო კოლექცია შექმნეს

ახალი აპლიკაციით Procreate ანიმაციის რევოლუციას გვპირდება!