29
May
2019

18-20 ივლისს ბათუმი შავი ზღვის რიგით მე-13 ჯაზ ფესტივალს უმასპინძლებს

29 May 2019

18-20 ივლისის ბათუმი შავი ზღვის რიგით მე-13 ჯაზ ფესტივალს უმასპინძლებს. წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობენ: კორი ჰენრი (CORY HENRY & The Funk Apostles (USA))ჯგუფი მოკუმოკუ (MokuMoku (GEO)), ფანკ-ჯგუფი „Kraak & Smaak“, ინკოგნიტო (INCOGNITO (UK)), ფესტივალის ოფიციალური რეზიდენტ Dj არის არტისტი დავით მაჩაიძე – DJ. MACHAIDZE.

 

ფესტივალი ტრადიციულად ბათუმის ჩოგბურთის კლუბში ჩატარდება. პირველ საფესტივალო დღეს კონცერტს კორი ჰენრი და ბენდი – „The Funk Apostles“ გამართავენ. 19 ივლისს, ჯაზ-ფესტივალის მეორე დღეს, მსმენელის წინაშე ჯერ ჯგუფი MOKUMOKU წარდგება, რომლის შემდეგაც სცენას ჰოლანდიური ფანკ-ჯგუფი „Kraak & Smaak“ დაიკავებს.ფესტივალს 20 ივლისს ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი – „ინკოგნიტო“ დახურავს.

შავი ზღვის რიგით მე-13 ჯაზ ფესტივალის ბილეთები ონლაინ TKT.GE-ზე იყიდება. თიბისი სტატუსის მომხმარებლებისათვის ონლაინ და სალაროში შეძენილბილეთებზე 20% ქეშბექი იმოქმედებს.

ფესტივალის მხარდამჭერია: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ფესტივალი “Check in Georgia”-ს ფარგლებში ტარდება.

 

ინფორმაცია ფესტივალში მონაწილე მუსიკოსების შესახებ:

CORY HENRY & The Funk Apostles (USA) – გოსპელის, ჯაზისა და ფანკის ცნობილმა ამერიკელმა შემსრულებელმა, ვოკალისტმა, ორღანისტმა და პიანისტმა, გრემის ჯილდოს მფლობელმა კორი ჰენრიმ (CORY HENRY) მუსიკალური კარიერა 2006 წელს დაიწყო. მუსიკოსის კარიერის პირველი ნაბიჯები გოსპელისა და სხვა მუსიკალური ჟანრის შემსრულებელ ცნობილ არტისტებთან (Snarky Puppy, Michael McDonald, P. Diddy, Boyz II Men, Kenny Garrett, The Roots, Israel Houghton, Donnie McClurkin, Kirk Franklin, and Yolanda Adams) ერთად მასშტაბურ საკონცერტო ტურს უკავშირდება. კარიერის განმავლობაში კორი ჰენრის სამი ალბომი აქვს გამოშვებული – First Steps (2014 წელი) და The Revival (2016 წელი), Art of Love (2018 წელი). სამივე ალბომმა მსოფლიო ჩარტების მოწინავე პოზიციები სწრაფადვე დაიკავა. კორი ჰენრის სინგლები ჯაზისა და გოსპელის საუკეთესო ალბომების ნომინაციებში მოხვდა.

INCOGNITO – ეისიდ-ჯაზი (ACID-JAZZ)- ბრიტანული ჯგუფის ინკოგნიტოს დებიუტი ჯერ კიდევ 1979 წელს შედგა, რასაც 1981 წელს კოლექტივის სადებიუტო ალბომი Jazz Funk მოჰყვა. მას შემდეგ ბენდის წევრებმა თითქმის 40 წლიანი უწყვეტი კარიერის განმავლობაში დამატებით კიდევ 15-ზე მეტი ალბომი გამოუშვეს.  დროთა განმავლობაში ჯგუფის წევრები იცვლებოდნენ, თუმცა უცვლელი რჩებოდა  ბენდის ლიდერი – ცნობილი ვოკალისტი, პროდიუსერი და გიტარისტი ჟან პოლ მონიკი, რომლის სასცენო სახელწოდებაა ბლუი.

MOKUMOKU 2014 წელს თბილისში დაარსებული ჯგუფია. ბენდის მუსიკალური ჟღერადობა მოიცავს ჰიპ-ჰოპის, ჯაზისა და ფანკის ელემენტებს. დღეისთვის ბენდს 3 ალბომი აქვს გამოცემული: Blues Build The Temple (2015 წ.) Black Heaven (2017 წ.) Chicago Marinade (2019 წ.) და რამდენიმე სინგლი, მათ შორის: „Sugar Glider”, “Hako is Alive and She Is 59” და “Filip”. MokuMoku-ს მიღებული აქვს მონაწილეობა ისეთ საერთაშორისო ფესტივალებში, როგორებიცაა: MadCool Festival (2018 წ.) და Bristol Upfest (2017 წ.) ამჟამად ჯგუფი მეოთხე სტუდიურ ალბომზე მუშაობს სახელწოდებით „Feast”. ჯგუფის შემადგენლობა: ტატო რუსია – MC, ჯონდო ჯაფარიძე – MC, Turntables,  ცოტნე გოგიტიძე – გიტარა, მიშო ელიავა – კლავიში, სანდრო მაისურაძე – ბას-გიტარა, ბაჩო ხოხიაშვილი – დრამი; დიმიტრი ლეკვეიშვილი – საქსაფონი (ტენორი და ნაზი ჭავჭანიძე – პერკუსია კემო – საყვირი.

შავი ზღვის რიგით მე-13  ჯაზ ფესტივალის ოფიციალური რეზიდენტ Dj არის არტისტი დავით მაჩაიძე – DJ. MACHAIDZE. ქართველი პიონერი (Dj) არტისტს დავით მაჩაიძეს მსმენელი ყოველთვის კარგად იმახსოვრებს. მისი მუსიკა აერთიანებს Funky House, Disco House, Jazz House და Soulfull House ჟღერადობას.

“კომპანია EASTERN PROMOTIONS უერთდება კამპანიას SPEND YOUR SUMMER IN GEORGIA. 18-20 ივლისს ბათუმში ტრადიციულად იმართება black sea jazz festival. კომპანია თავის მხრივ 100 ტურისტს, რომლებიც გადაწყვეტენ ამ პერიოდში საქართველოში დასვენებას გადაეცემათ ფესტივალის აბონიმენტი. პირობა: ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, თავის fb გვერდზე დაწერს: 20 % of Georgia is occupied by Russia, I’m coming to Georgia at Black Sea Jazz Festival 18-20 july , #spendyoursummeringeorgia პოსტის დამწერ პიროვნებას თავად დავუკავშირდებით ფეისბუქის საშუალებით და ჩამოსვლისთანავე გადავცემთ ფესტივალის აბონიმენტს.” – ამბობენ ფესტივალის ორგანიზატორები.

განხილვა