20
Jul
2019

Moku Moku და Kraak & Smaak შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე (დღე 2)

20 Jul 2019

ჯაზ ფესტივალის მეორე დღეს, სცენა Moku Moku-მ დაიკავა და სულ მალე, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში ჯაზის, ფანკისა და ჰიპ-ჰოპის მათთვის დამახასიათებელი ენერგიული მელოდიები გაისმა. ქართული ბენდის შემდეგ, მსმენელის წინაშე, ექსპერიმენტების მოყვარული ჰოლანდიური “ხრაშუნა” სამეული Kraak & Smaak წარდგა. მრავალფეროვანი ჟანრის მოყვარულმა ბენდმა ფანკის ენერგიით ააცეკვა მაყურებელი. ჯგუფის წევრები, ოსკარ დე იონგი, მარკ ნეპერსი და უიმ პლაგი, თავდაპირველად დიჯეინგით იყვნენ დაკავებულები. ბენდი ისე განვითარდა, რომ მას აყენებდნენ ისეთი შემსრულებლების გვერდით, როგორებიცაა: Moby, Chemical Brothers, The Prodigy… Kraak & Smaak-ის შემოქმედებას შეხვდებით ცნობილ სერიალებში, როგორებიცაა: Grey’s Anatomy, What about Brian?, Men in Trees.

შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი 18 ივლისს დაიწყო და 20 ივლისს ბრიტანული ჯგუფის „ინკოგნიტო“ გამოსვლით დასრულდება. ფესტივალი წელს მეცამეტედ ტარდება. ღონისძიება “Check in Georgia”-ს ფარგლებში ტარდება. მისი მხარდამჭერია: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

განხილვა