ყოველთვის სასიხარულოა ჯაზ ფესტივალის მოახლოვება. სულ რამდენიმე თვის წინ ბათუმში, შავი ზღვის ფესტივალმა არაჩვეულებრივი მოგონებები დაგვიტოვა, წინანდალში რამდენიმე წლის წინ დაფუძნებული „Jazz & Wine“ კი ამ წლის სეზონის დასახურად საუკეთესო ადგილად იყო განკუთვნილი.
აღნიშნულ ფესტივალზე ჯაზის და ღვინის საყოველთაოდ ცნობილი მეგობრობა სულ სხვა დონეზე ავიდა. გარდა იმისა რომ მუსიკა გაუჩერებლად ჟღერს, ლოკალური მცირე მეღვინეობების გამოფენა/დეგუსტაციაც ეწყობა, რაც ფესტივალზე დამსწრე რამდენიმე ასეული სტუმრისთვის კიდევ ერთი სასიამოვნო ფუსფუსს ქმნის. წელს ფესტივალს ამ ფორმატში 30-ზე მეტი მეღვინეობა შემოუერთდა.

უკვე მეორე წელია აღნიშნული ფესტივალის ფორმატში ცვლილებაა, ვინაიდან მას მასპინძელი ქვეყნის სტატუსით შარშან ჯერ რა თქმა უნდა აშშ, წელს კი უკვე იტალია შემოუერთდა. რაც იმას გულისხმობს რომ სტუმრებს, ლოკალური ღვინოს დაგემოვნებასთნა ერთად, იტალიური კერძების დაგემოვნებაც შეეძლოოთ, რომელსაც მზარეული მაურიციო სიცილიანო ფესტივალის მიმდინარეობის პარალელურად ამზადებდა.
14:00 საათისთვის ფესტივალის სცენაზე იტალიური ბენდი, „Salt Peanuts Show” დადგა. დიზი ჯილესპის კომპოზიციის სახელიდან ინსპირირებულმა ხუთეულმა, ჯაზის ნაცვლად, უფრო თავისი როკენროლური ქარიზმით დაამახსოვრა აუდიტორიას თავი, აქავერებდნენ რა 50-60-იანების ცნობილ კომპოზიციებს. ორი მიშელის, ფაბრიციოს, როკარდოსა და კარლოს ენერგიულმა დასაწყისმა, შემდეგი გამომსვლელებისთვის პოზიტიური საწყისი პოზიცია შექმნა.

19:00 საათისთვის ფესტივალმა ბოლრუმში გადმოინაცვლა, სადაც უკანასკნელი წლების გამორჩეულ ამერიკელ მესაყვირეს, თეო კროკერს ველოდით. მისი ბაბუა, დოკ ჩიტჰემი, ცნობილი ჯაზ მესაყვირე იყო და ოჯახის ღრმა კავშირმა მუსიკასთან დიდად იმოქმედა თეოს ადრეულ მუსიკალურ განვითარებაზე. თეო კროკერმა საყვირზე დაკვრა ახალგაზრდა ასაკში დაიწყო და მისი თანდაყოლილი ნიჭი სწრაფად გამოიკვეთა. მის მუსიკას ხშირად ახასიათებს ჟანრების შერწყმა, მათ შორის ჯაზი, ფანკი, სოული და ჰიპ-ჰოპი, რაც ქმნის დინამიურ და ფართო აუდიტორიაზე გათვლილი მიმზიდველ ჟღერადობას. თეო ითვლება თანამედროვე ჯაზის ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად. -მისმა ერთგულებამ ჯაზის ტრადიციების შენარჩუნებისკენ, მუსიკის სამყაროში გამორჩეული დაფასება მოაპოვებინა.
თეო კროკერის ცოცხალი პერფორმანსი წინანდალში მესაყვირის ნამდვილი მასტერკლასი იყო საკუთარ შემოქმედებაში. კახეთს იგი გასული წლის ალბომით “Love Quantum” ეწვია, რომელშიც მისი სახელის გარდა, უამრავი ცნობადი თუ ნაკლებად ნაცნობი მუსიკოსის ხელწერის ამოკითხვა შეგიძლიათ. ამას რომ თავი დავანებოთ, თავად ბენდიც არანაკლები პროფესიონალებისგან ჰყავდა დაკომპლექტებული: მაიკ კინგი კლავშზე, ერიკ უილერი ბასზე და ნიგერიელი შეკვოაგა ოდე დრამზე. ინსტუმენტით, რომელიც შუქურის როლს ასრულებდა, კროკერმა აუდიტორიაც თან წაიყოლა მუსიკალურ მოგზაურობაში, რომელშიც ყოველგვარი ზედმეტი ენერგიის გარეშე აერთიანებდა ჯაზის მრავალ სტილს, ტრადიციულსა და თანამედროვეს, ქმნიდა გამოცდილებას, რომელიც დამსწრეთა მეხსიერებაში მუდამ დარჩება.
საღამო 2021 წლის ალბომის „BLK2LIFE || A FUTURE PAST“-კომპოზიციით „4Knowledge“ გაისხნა. კროკერის შესრულების ერთ-ერთი განმსაზღვრელი მახასიათებელი მისი წაუვიწყარი დაკვრის სტილი იყო. საყვირიც, მუსიკოსის იდენტობის გაგრძელებას ჰგავდა, რაც არტისტს საშუალებას აძლევდა, ყოველ ნოტზე ფართო ემოციების სპექტრი გადმოეცა. მუსიკის ტონალობა იყო ხავერდოვანი და რეზონანსული, ხანდახან ჯაზის ძველი ლეგენდების სულისკვეთებას აღვიძებდა, ზოგჯერ კი ინოვაციით არღვევდა თანამედროვე ჯაზის საზღვრებს.

შემდეგი რამენიმე კომპოზიციაც ძველი ალბომის მასალას მოიცავდა, „Soul Call || Vibrate“ და „No More Maybe“-ში ბენდის შეთამაშებული სტილი კიდევ უფრო ნათლად წარმოჩინდა. საღამოზე შესრულებული კომპოზიციები კროკერის მრავალმხრივობის დასტური იყო. მან ოსტატურად გაიარა მრავალფეროვანი სეტლისტი, რომელიც აჩვენებდა მის მუსიკალურ ოსტატობას. სულისშემძვრელი ბალადებიდან დაწყებული, რომლებიც მსმენელის გულში მალევე იბეჭდებოდა, დამთავრებული მაღალტემპიანი კომპოზიციების ინფექციურ მუხტამდე – კროკერმა დაამტკიცა, რომ ის ჯაზის მრავალი სტილის მაესტროა.
შოუს წინსვლისას, თეომ შეუფერხებლად გადაინაცვლა უფრო თანამედროვე ნაწარმოებებში, რომლებმაც მის ჯაზ ტილოში შეაერთეს ფანკის, R&B და ჰიპ-ჰოპის ელემენტები. ამ დროს შესრულებული ნაწარმოებები იყო ენერგიული და ცოცხალი, მომაჯადოვებელი რიტმებით, რომლითაც მუსიკოსმა აუდიტორია მარტივად გადმორთო საკუთარ ტალღებზე. კროკერის უნარი შეერწყა ეს ჟანრები და მაინც ჯაზში დარჩენილიყო ნამდვილად შთამბეჭდავი გამოდგა
შოუს მეორე ნაწილში სწორედ 2022 წლის ალბომიდან კომპოზიციების დროც დადგა. „Jazz Is Dead“ ერთ-ერთი საფირმო ნაწარმოებია, თუმცა სწორედ სათაურის საწინააღმდეგოს ამტკიცებდნენ მუსიკოსები სცენაზე. ის, რაც თეო კროკერს საღამოზე გამოარჩევდა, იყო მისი იმპროვიზაციის ნიჭი. ყველა მცდელობისას იგი აწყობდა სოლოებს, რომლებიც კომპლექსური მუსიკალური ელემენტებით იყო გაჯერებული – ცდილობდა მოულოდნელი ეფექტის შექმნას და ქმნიდა მუსიკალური ბრწყინვალების მომენტებს.
მთელი შოუს განმავლობაში, კროკერის ბენდი იყო დახვეწილი ფონი მისი საყვირის სიაშკარავეზე გამოსატანად. კლავიში, ბასი და დასარტყამი ინსტრუმენტები სრულყოფილ ჰარმონიაში მუშაობდნენ, პასუხობდნენ მის მინიშნებებს და წვლილიც შეიტანეს საკუთარი არტისტულობით საღამოს წარმატებით დასრულებაში. ჯგუფის წევრებს შორის სინერგია შესამჩნევი იყო და სწორედ ამან აამაღლა საერთო გამოცდილებაც.
21:00-ისთვის კი, ფესტივალი საეტაპო ფაზაში შევიდა – Mo’ Horizons-მა სცენაზე ელექტრონული მუსიკის, მსოფლიო გრუვის და ცოცხალი ინსტრუმენტაციის უნიკალური ნაზავი გამოიტანა და სწორედ ასე წამოიწყო მსმენელის ოდესეია. ეს იყო მუსიკის სხვადასხვა ტერიტორიაზე ჩვენი მოგზაურობა, რომელიც დუეტის ხელით იყო ნაქსოვი.

დუეტს, რომელსაც სულ რაღაც 1 კვირაში ახალი ალბომის, „Mango“-ს გამოშვებას იზეიმებს, დიდი ხნის ისტორია აქვს. Mo’ Horizons-მა პირველად აღიარება 1990-იანი წლების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში, ალბომების “Come Touch the Sun” (1999) და “Remember Tomorrow” (2001) გამოშვებით მოიპოვა. ამ ალბომებში მუსიკოსებმა გამოავლინეს სხვადასხვა მუსიკალური ელემენტების უზადოდ შერწყმის უნარი, მათ კომპოზიციებში ბრაზილიური მუსიკის, ფანკისა და ელექტრონული ბიტის ელემენტების ჩართვით. დუეტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპოზიცია “Yes Baby Yes”, შეიცავს ლაუნჯის, ბოსა ნოვას და ელექტრონული ელემენტების მიმზიდველ სინთეზს. ეს სიმღერა გახდა კლუბური და რადიო ჰიტი, რომელმაც Mo’ Horizons საერთაშორისო აღიარებამდე მიიყვანა.
Mo’ Horizons-ის ცოცხალი შესრულება ხასიათდებოდა მათი ინოვაციური და დინამიური დაკვირს სტილით, მით უფრო რომ ფართო ფორმატით, ბენდთან ერთად იყვნენ წარმოდგენილი მათი ჟღერადობის ბირთვი ელექტრონული იყო, თუმცა გამსჭვალული ცოცხალი ვიბრაციით, რაც სხვა პროექტებიდან გამოარჩევთ. ისინი საღამოზე ოსტატურად აერთიანებენ ჟანრებს, როგორიცაა ბოსა ნოვა, ფანკი, ჯაზი და მსოფლიო მუსიკა.
საღამოზე შესრულებული კომპოზიციები მათი ეკლექტიკური მუსიკალური პალიტრის დასტური იყო. სცენაზე ასვლის მომენტიდან, მაყურებელი თავისი მუსიკის საშუალებით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გადაიყვანეს. სეტლისტი მერყეობდა ჰიპნოტური ტემპის მელოდიებიდან, რომლებიც ატარებდნენ მკაფიო ლაუნჯის ატმოსფეროს, მაღალ ენერგიულ, ლათინური ენით გაჟღენთილ ტრეკებამდე, რომლებზეც ალხი დაუვიწყარი ენთუზიაზმით ცეკვავდა.
განვითარებასთან ერთად, Mo’ Horizons შეუფერხებლად გადადიოდა უფრო ოპტიმისტურ და რიტმზე ორიენტირებულ კომპოზიციებში. ლათინური რიტმების, ტროპიკული მელოდიებისა და soulful ვოკალის შერწყმამ აუდიტორია ამ მუსიკალური კულტურების ფესვებში წაიყვანა.
მთელი საღამოს განმავლობაში, Mo’ Horizons-ის სცენაზე ყოფნა მაგნიტური იყო. ისინი ურთიერთობდნენ აუდიტორიასთან, ჩამოაყალიბეს ერთიანობის განცდა, რამაც ადგილი აქცია ერთ მასიურ საცეკვაო მოედანად. დუეტის ქიმია საგრძნობი იყო და მათი გადამდები ენთუზიაზმიც ასახული იყო მსმენელშიც.
ასე დასრულდა 2023 წლის ჯაზ სერია, რომელმაც თბილისის, ბათმისა და წინანდლის ფესტივალები გააერთიანა. ვიმედოვნოთ რომ 2024 წლის არანაკლებ მასიური იქნება, ჩვენ კი გვახსოვდეს Jazz Is Not Dead.