in

“რესპუბლიკაში” Jazzanova-სა და Super Flu-ს საღამო გაიმართება

23 მარტს, “რესპუბლიკა” და Club Iveria ეკლექტიკური ბერლინური ბენდის Jazzanova-სა და ელექტრონული ჯგუფის Super Flu-ს საღამოს გამართავს. აუდიტორიისთვის კარი 21:00 სთ-ზე გაიღება. უშუალოდ Jazzanova-ს მოსმენას ისინი 22:00 სთ-ზე შეძლებენ, Super Flu-სას კი – 00:30-ზე.

10 წევრისგან შემდგარი ბერლინური ჯგუფი Jazzanova 20 წელზე მეტია, დიდ გავლენას ახდენს მუსიკალური სამყაროს ფორმირებაზე. ისინი ქმნიან მუსიკას, ცოცხლად წარსდგებიან მაყურებლის წინაშე, როგორც დიდ სცენებზე, ასევე პატარა კლუბებსა და ლაივ გადაცემებში და უძღვებიან საკუთარ ლეიბლს ,,Sonar Kollektiv”. Jazzanova სხვადასხვა DJ-ებისგან შემდგარი დიდი კოლექტივია, რომელიც პირველი ყველაზე მოთხოვნადი ბენდი იყო ბერლინიდან. ,,რესპუბლიკაში” ბენდი ახალი ალბომით ,,The Pool” წარსდგება, რომელშიც სხვადასხვა ცნობილი შემსრულებელია მიწვეული. ბენდის მუსიკალური სტილი აერთიანებს ჯაზს, ფანკს, სოულს, დისკოსა და ლათინო მუსიკას.

რაც შეეხება Super Flu-ს, იგი ელექტრონული მუსიკის სცენის გამორჩეული გერმანული ჯგუფია, რომელსაც გამოშვებული აქვს 5 ალბომი, 50-ზე მეტი რემიქსი და ათობით სინგლი. ჯგუფის ამბიცია ტრადიციული და თანამედროვე ელექტრონული მუსიკის შერწყმაა. მათი მუსიკალური შემოქმედება თითქოს იგივე ჟანრში მოღვაწე სხვა მუსიკოსებთან შედარებით უფრო განვითარებულია, თუმცა, მათ კომპოზიციებში ტექნო ჟღერადობა ყველაზე გამოკვეთილია.

ბილეთების შესაძენად და სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.

“ყველაზე სწრაფი გემბლინგ პლატფორმა” – რა სიახლეები აქვს “კროკობეთს”?

KIAF-მა კიდევ რამდენიმე კატეგორიის ჟიურის წევრები გამოავლინა