in

ვის მოსმენას შეძლებთ წინანდალში, Jazz & Wine-ის ფესტივალზე?

შემოდგომა დადგა და საქართველო ჯაზის კიდევ ერთი სეზონისთვის ემზადება. სასიამოვნოა იმის გაანალიზება, რომ Eastern Promotion-ის დახამრებით, ჯაზ ფესტივალები თითქმის წლის ყოველ სეზონზეა გადანაწილებული და ყოველ მათგანს ჯაზის განსაკუთრებული ფერი და ჟღერადობა დაჰკრავს. საშემოდგომოდ ტრადიციულად ამ ჯაჭვის ყველაზე ახალბედა მიმართულების, Jazz&Wine-ის დრო დგება, რომელიც წინანდალში იმართება და ჯაზისა და ღვინის ყოვლისმომცველ თანამოქმედება უდევს საფუძვლად.

bog
bog-mob

ოქტომბერში წინანდალში სტუმრობა ყოველთვის განსაკუთრებულ შეგრძნებასთან ასოცირდება ჩემთვის – უკვე გაყვითლებული ფოთლები, რომელსაც მამულის ტერიტორია ხალიჩასავით გადაუბურავს განსაკუთრებულ მასპინძლად გვევლინება.

2023 წლის Jazz&Wine 14 ოქტომბრისთვის ჩაინიშნა და მისი მასპინძელი ქვეყანა იტალიაა. მოდი თვალი გადავავლოთ თუ ვის მოსმენას შეძლებთ ამ დღეს ფესტივალის ფარგლებში.
13:00 საათზე ფესტივალი ტრადიციულად ღვინის დეგუსტაციით დაიწყება, რომელზეც 30-მდე ადგილობრივი მცირე მეღვინეობა იქნება წარმოდგენილი. როგორც ყოველთვის, ფესტივალი მცირე ზომის კომპანიებს და საოჯახო მეღვინეობებს საშუალებას აძლევს საკუთარი პროდუქცია გამოფინონ და გაყიდონ პოტენციული მომხმარებლების თვალწინ.

14:00 საათიდან კი მუსიკალური პროგრამა იწყება, რომელსაც ფრანგული ბენდი, Salt Peanuts Show გახსნის. 5 კაციანი ბენდი იტალიიდან, რომლებმაც სახელი დიზი ჯილესპის ცნობილი კომპოზიციიდან აიღეს, საკუთარ უნიკალურ პროგრამას წარმოგვიდგენს, რომელიც გრუვზე, ულამაზეს მელოდიებსა და განსხვავებულ მუსიკალურ სტილებზეა დაფუძნებული. Salt Peanuts Show-ს მოაქვს განსაკუთრებული ნიჭი და ძლიერი ენერგია სცენაზე. ეს ანსამბლი, ინსპირაციას როგორც ჯაზიდან, ასევე როკ-ენროლიდან იღებს, შესაბამისად სცენაზე ელვის პრესლის, ჯერი ლევისის და როი ორბისონის ნაწარმოებებსაც უნდა ელოდოთ.


19:00 საათისთვის ფესტივალი ბოლრუმში გადაინაცვლებს და აქ უკანასკნელი წლების გამორჩეულ ამერიკელ მესაყვირეს, თეო ქროკერს მოუსმენთ. მისი ბაბუა, დოკ ჩიტჰემი, ცნობილი ჯაზ მესაყვირე იყო და ოჯახის ღრმა კავშირმა მუსიკასთან დიდად იმოქმედა თეოს ადრეულ მუსიკალურ განვითარებაზე. თეო კროკერმა საყვირზე დაკვრა ახალგაზრდა ასაკში დაიწყო და მისი თანდაყოლილი ნიჭი სწრაფად გამოიკვეთა. ის სწავლობდა დუგლას ანდერსონის ხელოვნების სკოლას ჯექსონვილში, ფლორიდა, სადაც დახვეწა თავისი უნარები და ჯაზში მყარი საფუძველიც მოიპოვა. მისმა ერთგულებამ და მუსიკალური ცოდნის წყურვილმა განაპირობა ის, რომ გაეგრძელებინა განათლება ობერლინის მუსიკის კონსერვატორიაში, სადაც სწავლობდა ჯაზ გიგანტების ხელმძღვანელობით, როგორებიც იყვნენ დონალდ ბირდი და გარი ბარცი. თეო კროკერის მუსიკალური სტილი ტრადიციული ჯაზის ელემენტებისა და თანამედროვე ინოვაციების უნიკალური ნაზავია. ის შთაგონებას ღებულობს გავლენების ფართო სპექტრიდან, მათ შორის მისი ოჯახის ჯაზის მემკვიდრეობით, აფრიკული და კარიბის ზღვის რიტმებით და თანამედროვე ურბანული ცხოვრების ხმებით. მის მუსიკას ხშირად ახასიათებს ჟანრების შერწყმა, მათ შორის ჯაზი, ფანკი, სოული და ჰიპ-ჰოპი, რაც ქმნის დინამიურ და მიმზიდველ ჟღერადობას, რომელიც ფართო აუდიტორიაზეა გათვლილი. თეო კროკერი ითვლება თანამედროვე ჯაზის ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად. მისმა ერთგულებამ ჯაზის ტრადიციების შენარჩუნებისკენ, მუსიკის სამყაროში გამორჩეული დაფასება მოაპოვებინა.

უკვე გვიან, 21:00 საათისთვის კი ფესტივალი ისევ ამფითეატრს უბრუნდება და დამაგვირგვინებელი მუსიკალური აქტისთვის ემზადება. Mo’ Horizons გერმანული მუსიკალური დუეტია, რომელიც სხვადასხვა ჟანრის ეკლექტიკური შერწყმით არის ცნობილი, მათ downtempo, lounge, electronic, jazz, bossa nova და მსოფლიო მუსიკა. დუეტის შემადგენლობაში შედიან პროდიუსერები და მუსიკოსები რალფ დროზემეიერი და მარკ “ფო” ვეცლერი. მათ საერთაშორისო აღიარება მუსიკის წარმოების ინოვაციური მიდგომით მოიპოვეს, ქმნიან რა ჟღერადობას, რომელიც არის როგორც ახალი, ასევე თავში ირეკლავს მრავალფეროვან გლობალურ გავლენას.

Mo’ Horizons-მა პირველად აღიარება 1990-იანი წლების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში, ალბომების “Come Touch the Sun” (1999) და “Remember Tomorrow” (2001) გამოშვებით მოიპოვა. ამ ალბომებში მუსიკოსებმა გამოავლინეს სხვადასხვა მუსიკალური ელემენტების უზადოდ შერწყმის უნარი, მათ კომპოზიციებში ბრაზილიური მუსიკის, ფანკისა და ელექტრონული ბიტის ელემენტების ჩართვით. დუეტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპოზიცია “Yes Baby Yes”, შეიცავს ლაუნჯის, ბოსა ნოვას და ელექტრონული ელემენტების მიმზიდველ სინთეზს. ეს სიმღერა გახდა კლუბური და რადიო ჰიტი, რომელმაც Mo’ Horizons საერთაშორისო აღიარებამდე მიიყვანა.

მე მგონი ერთი დღისთვის საკმარისზე მეტი მუსიკალური მოგზაურობაც კი გველოდება, რისთვისაც მზადება უკვე შეგვიძლია დავიწყოთ.

3 გზა ტექნოლოგიებში მომუშავე ხელმძღვანელების სტრესის შესამსუბუქებლად

Setanta Sports – გზა საქართველოდან ფილიპინებამდე და გლობალური ბრენდის გამოწვევები