in

რა კავშირია ვარდისფერი წყალქვეშა ნავს, მოშინაურებულ მარტორქასა და ეშმაკის ბორბალზე გამოსახულ სპირალს შორის!

მოშინაურებული მარტორქა

25 სექტემბერს მარკეტერზე ვირუსული ვიდეო გავრცელდა, “ვარდისფერი წყალქვეშა ნავი მტკვარში” თავიდანვე ვიღაცის ვირუსული ვიდეო გვეგონა. დრო გავიდა,მაგრამ ვიდეოს ავტორი არ გამოჩენილა, ჩვენც ჩავთვალეთ რომ უბრალოდ გაერთო ავტორი.

BOG

 

ცოტა ხანში გამოჩნდა მეორე ვიდეო “მოშინაურებული მარტორქა”, მაგრამ აქაც თითქოს არაფერი განსაკუთრებული, მხოლოდ ანიმატორის გენიალური ნაშრომი. (WOW man)

http://www.youtube.com/watch?v=3vQA2aRbIH0

ორივე ვიდეო განსხვავებულია,მაგრამ მათ აქვთ საერთო დეტალი

spirali

1

6 საათის წინ კი უკვე ეშმაკის ბორბალზე გამოჩნდა იგივე სპირალი:

იგივე კამპანია მიმდინარეობს ტელევიზიითაც. გადის 5 წამიანი სარეკლამო რგოლი სადაც ეს ცისფერი სპირალი ჩანს. ამ ყველაფრის საბოლოო დანიშნულება არის საიტი www.jb.ge რომელზეც ჯერჯერობით მხოლოდ უკუმთვლელი ტაიმერია.  თუ თქვენც ფლობთ რაიმე ინფორმაციას,ან გაქვთ საკუთარი ვერსია რისი კამპანიაა ეს, მოგვწერეთ კომენტარებში.

კამპანია თითქმის 2 თვეა მიმდინარეობს და მხოლოდ დღეს მივხვდით რომ მათ შორის კავშირი არსებობს! ამ პოსტის წერის შემდეგ ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს,რომ კამპანიის დასასრულიც შთამბეჭდავი იქნება, ვნახოთ!

22 ნოემბერი – გლობალური მეწარმეობის კვირეულის

დააბით ველოსიპედი გასაღების გარეშე