in

მსოფლიო პრემიერა დუბაიში – JCB-მ ექსკავატორ-დამტვირთველების სამოდელო რიგი განაახლა

სამშენებლო ტექნიკის ბრიტანულმა პრემიუმ ბრენდმა JCB-მ მსოფლიო სამშენებლო ინდუსტრიას ექსკავატორ-დამტვირთველების სამი ახალი მოდელი წარუდგინა. 3CX-ის, 3CX Plus-ისა და 3CX PRO-ს პრემიერა დუბაიში  შედგა. ახალი ტექნიკის პრეზენტაცია საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად დაიგეგმა – JCB პირველი ექსკავატორ-დამტვირთველის გამოგონებიდან 70 წელს ზეიმობს. 1953 წელს შექმნილი ტექნიკა მსოფლიო სამშენებლო ინდუსტრიაში დღესაც ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულად მიიჩნევა.

ღონისძიებაზე, რომელსაც დელეგატები მთელი მსოფლიოდან დაესწრნენ, ახალი ტექნიკის პრეზენტაცია მოეწყო. სტუმრებს კომპანიის წარმომადგენლებმა განახლებული ექსკავატორ-დამტვირთველების  გაუმჯობესებული შესაძლებლობები და უნიკალური მახასიათებლები გააცნეს. მოწვეული სტუმრებისთვის შთამბეჭდავი სანახაობა, მსოფლიოში ცნობილი JCB Dancing Diggers შოუ მოეწყო.

მსოფლიო პრემიერაში ბრენდის ქართველი წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. სამშენებლო ტექნიკის ბრიტანული კომპანიის JCB-ს ოფიციალური დილერი კავკასიის რეგიონში „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთია“.

გიორგი ბერიძე, Tegeta Construction Equipment-ის დირექტორი: „სამშენებლო ტექნიკის ბრიტანული ბრენდი მიღწეულით არასოდეს კმაყოფილდება და ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს. JCB-ს მიზანია, დღესდღეისობით მსოფლიოში ყველაზე ეფექტური ექსკავატორ-დამტვირთველები, კიდევ უფრო ეფექტური, კომფორტული და პროდუქტიული გახადოს.  ტექნიკა, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ეფექტიანობას, გააუმჯობესებს პროდუქტიულობას და მომხმარებელს შეუქმნის დამატებით კომფორტს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სამოდელო რიგის მორიგი განახლება.  JCB ექსკავატორ-დამტვირთველებში ბაზრის უდაო ლიდერია. მსოფლიოში ყოველი მეორე გაყიდული ექსკავატორ-დამტვირთველი არის JCB 3CX.

გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი აქვს Tegeta Construction Equipment-საც, რომელსაც ბრიტანულ ბრენდთან პარტნიორობის 17-წლიანი ისტორია აკავშირებს. Tegeta Construction Equipment კომპანია გასულ წელს ბრენდის ყველაზე მსხვილ დილერებს შორის გამოარჩიეს და მზარდი გაყიდვების კატეგორიაში საუკეთესოს სტატუსიც მიანიჭეს“.

სამშენებლო ტექნიკის გაყიდვებში ლიდერის სტატუსი JCB-სთვის საკმარისი არ არის. კომპანიას ბრიტანული მოტოსპორტის განვითარებაშიც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. ფორმულა1-ის და JCB-ის თანამშრომლობა არაერთ წელს ითვლის. ათ წელზე მეტია, JCB F1 სარბოლო ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობს. სწორედ ამ და სხვა მიზეზების გამო, ერთ-ერთი პირველი, ვინც 3CX პირადად გამოცადა, ქართველი ავტომრბოლელი, დათა ქაჯაია იყო.

დათა ქაჯაია, ავტომრბოლელი:მსოფლიო პრემიერას რამდენიმე მიზეზის გამო დავესწარი: JCB  F1 სარბოლო ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობს. ამასთანავე, როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, ბრიტანულ ბრენდს უკავშირდება ყველაზე სწრაფი ტრაქტორის შექმნა , რომელიც 247.47 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს, რის გამოც გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი. JCB-მ შექმნა ყველაზე სწრაფი ექსკავატორ-დამტვირთველი JCB GT,  რომელმაც  110  კმ/სთ ზე მეტი განავითარა.  ასევე JCB-ის მიერ შექმნილ  ყველაზე სწრაფ დიზელის ძრავით აღჭურვილ ბოლიდს – JCB DIESELMAX-ს, უკავშირდება ხმელეთზე განვითარებული სიჩქარის რეკორდი 560კმ/სთ.

დღეს კი კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ღონისძიების მონაწილეები გავხდით. JCB-მ წარმოადგინა სამი სახის ექსკავატორ-დამტვირთველი, რომლებიც მომხმარებელს სამუშაოების წარმართვას მნიშვნელოვნად გაუმარტივებს“.

JCB-ს ბრენდის ექსკავატორ-დამტვირთველების ახალი სერია აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური ჰიდრავლიკის სისტემით, რომელიც გულისხმობს ცვალებადი წარმადობის მქონე ცილინდრულ ტუმბოს, რაც სამუშაო გარემოსა და დატვირთვის შესაბამის ოპტიმალურ სიმძლავრეს გამოიმუშავებს. გაზრდილი წარმადობის პარალელურად, აღნიშნული ექსკავატორ-დამტვირთველი კიდევ უფრო ეკონომიურია საწვავის მოხმარების თვალსაზრისით, ხოლო მაღალტექნოლოგიური რობოტიზებული გადაცემათა კოლოფი კიდევ უფრო მეტად ამარტივებს სამუშაო პროცესს.

რიჩარდ ბრუკსი, პროდუქტის ინოვაციების დირექტორი: „ექსკავატორ-დამტვირთველების ახალი სამოდელო რიგი JCB-ს უზარმაზარი ინვესტიციაა და ადასტურებს ჩვენს ერთგულ დამოკიდებულებას ექსკავატორ-დამტვირთველების წარმოების მიმართ. ახალი ტექნიკა საშუალებას მოგვცემს, სამშენებლო ინდუსტრიაში ლიდერის პოზიცია შევინარჩუნოთ. ახალი 3CX-ის სამი სახეობა დამტვირთველებს მუშაობის პროცესს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს, გაზრდის კომფორტს და გააუმჯობესებს პროდუქტიულობას. JCB  უზრუნველყოფს, რომ 3CX მომხმარებლებისთვის კვლავ ნომერ პირველ არჩევანად დარჩეს“.

JCB Live Link/GPS სისტემა საშუალებას იძლევა, დისტანციურად აკონტროლო ტექნიკის სამუშაო პარამეტრები, ლოკაცია, საწვავის მოხმარება და ინფორმაცია მიიღო ყველანაირი ტექნიკური გაუმართაობის შესახებ, მათ შორის საწვავის ფილტრების მდგომარეობაზეც კი, რაც ხშირ შემთხვევაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს. JCB-მ იზრუნა არა მხოლოდ ტექნოლოგიურად გაუმჯობესებული პროდუქტის შექმნაზე, არამედ მართვის კომფორტზეც. განახლებულ კაბინაში ოპერატორებს ბევრად მეტი სივრცე დახვდებათ.

JCB ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბრენდია სამშენებლო და მძიმე ტექნიკის წარმოებაში. ინგლისური ბრენდი დღესდღეობით სამშენებლო ტექნიკის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია, რომელსაც 22 ქარხანა აქვს 4 კონტინენტზე, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით 750-ზე მეტი დილერი ჰყავს. ყველაფერი კი 1945 წელს უტოქსეტერში, პატარა ფარეხში დაიწყო. დაარსებიდან მალევე კი ექსკავატორ-დამტვირთველი შეიქმნა – ეს არის JCB-ს ინოვაციური გამოგონება, რომელიც 1 000 000-ზე მეტ გაყიდულ ერთეულს ითვლის. „არასოდეს დაკმაყოფილდე მიღწეულით“ – სწორედ ამ  მესიჯს ემყარება კომპანიის 80-წლიანი ისტორია. 

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Tegeta Construction Equipment ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. ის ბრიტანული უმსხვილესი სამშენებლო ტექნიკის ბრენდის, JCB-ს ოფიციალური დილერია კავკასიის რეგიონში.  კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო, საგზაო, სასაწყობე  და ინდუსტრიულ ტექნიკას სრული საგარანტიო მომსახურებით, ასევე ნებისმიერი სამშენებლო ტექნიკის სერვისსა და სათადარიგო ნაწილებს.

[R]

ვიდეორგოლი მტკივნეული „ნაჭუჭიდან“ გამოსვლაზე

უძრავი ქონების სააგენტომ რენესანსის სტილის პოსტერები შექმნა