in

100 წლის ბებოს Instagram-ის პოსტები ბილბორდებზე განათავსეს

BOG
BOG

ერთ დღესაც JCDecaux-ის გარე რეკლამების კომპანიამ გადაწყვიტა, მომხმარებლებისთვის ბილბორდის აუთვისებელი სივრცეების ძალა ეჩვენებინა. ამისთვის კი მეტად მარტივ და შემოქმედებით გზას მიმართეს… აქ მთავარი გმირი მარინა პრიეტო გახლავთ, საყვარელი 100 წლის ბებია, რომელიც კონტენტს ინსტაგრამზე აქვეყნებდა, თუმცა სულ რაღაც 28 მიმდევარი ჰყავდა. JCDecaux-მა კი იფიქრა, თუ პრიეტოს კონტენტს ვირუსულად აქცევდა, ყველა ბრენდს დაუმტკიცებდა, რომ მათთვის საჭირო ცნობადობის უზრუნველყოფა შეეძლო და ასეც მოიქცა.

მადრიდის მეტროში მარინას ინსტაგრამ ანგარიშის 54 პოსტი განათავსეს. არც CTA დაუმატებიათ მასზე, არც ბრენდის სახელი დაუწერიათ და ზუსტად ის მიიღეს, რასაც ელოდნენ. ყველამ დაიწყო საუბარი იდუმალი ქალბატონის შესახებ, რომელმაც მთელი მეტრო მოიცვა. მთავარი კითხვა აქ შემდეგნაირად ჟღერდა: ვინ არის მარინა პრიეტო? ხოლო, როცა ამ საუბრებმა პიკს მიაღწია, კამპანიის მიზანი Effie Awards-ზე განაცხადეს, გალა საღამოზე, რომელზეც წამყვანი რეკლამის განმთავსებლები იყრიან თავს.

კამპანიის სტრატეგია იმგვარი იდეის შემუშავებაში მდგომარეობდა, რომელიც ადამიანებთან კავშირის დამყარებაში დაეხმარებოდათ. ამისთვის კი ისეთი იდეა სჭირდებოდათ, რომელიც სახალისოც იქნებოდა და ემოციურიც. სწორედ ამიტომ აირჩიეს მარინა პრიეტო. მართალია, აქამდე მრავალი პროფილი ნახეს, მაგრამ ჩათვალეს, რომ მათ შორის ყველაზე დიდი პოტენციალი სწორედ 100 წლის ქალბატონს ექნებოდა. მართლებიც აღმოჩნდნენ, რადგან ასე კანის ლომების გრან-პრი მოიპოვეს.

Meet Marina Prieto | Campaign | THE WORK
კამპანია 4 კვირის განმავლობაში გაგრძელდა და ისე გამოვიდა, რომ მასზე 14-ზე მეტ ქვეყანაში საუბრობდნენ. შედეგად, JCDecaux-მა 185 ახალ ბრენდამდეც მიაღწია, თუმცა სარგებელი მხოლოდ ცალმხრივი არ ყოფილა, მარინა პრიეტოს Instagram-ის ანგარიში +39285%-ით გაიზარდა, მის პროფილს 1.5 მილიონი ნახვა ჰქონდა, ჩართულობა კი 13 405%-ით გაუმჯობესდა — მშვენიერია, არა?

სმარტ აკადემიის CSR პროექტი “თანამედროვე პროფესიების გზამკვლევი” ორბელიანი მეტის გამარჯვებულია

Pepe Jeans და “ICR” – წარმატების 10-წლიანი ისტორია