in ,

JCDecaux-მა ავტობუსის გაჩერებას სპორტული დანიშნულება მოუძებნა

BOG
BOG

ავტობუსის გაჩერება ასეთი ინტერაქტიული და სახალისო ჯერ არსად ყოფილა. სულ ცოტა ხნის წინ, მილანის ქუჩებში სპეციალურად მოწყობილი მოსაცდელები გამოჩნდა დახვეწილი დიზაინით, ლამაზი სკამებით, სენსორული ბილბორდით და რაც მთავარია, საინტერესო სავარჯიშო ფუნქციით.

BOG
BOG

ზაფხული ახლოვდება და საჭიროა ფორმაში ჩადგომა. თუმცა, ყველას არ აქვს სპორტდარბაზებში სიარულის და ვარჯიშის დრო (ან ფუფუნება).

პრობლემა მოგვარებადია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამას სარეკლამო სააგენტო JCDecaux–ი მოჰკიდებს ხელს. ეს სწორედ ის კომპანიაა, დამკვეთ ბრენდებს კულტურულად რომ გაეხუმრა.

JCDecaux–მა გადაწყვიტა ავტობუსის გაჩერებისა და სარეკლამო ბილბორდისთვის მაქსიმალურად სასარგებლო დანიშნულება მოეძებნა და ისეთი გარე რეკლამა შექმნა, რომელიც ავტობუსის მომლოდინე ადამიანებს ადგილზე სირბილისკენ მოუწოდებს.

იდეის აზრი მარტივია, არ უნდა ჩამორჩე ეკრანზე მოძრავ ავტომობილს და ეცადო მაქსიმალურად სწრაფად ირბინო.

 

 

მართალია, რამდენიმე წუთი ადგილზე სირბილი სასურველ წონამდე თუ ფორმამდე ვერ მიგიყვანთ, სამაგიეროდ, სტიმულს მოგცემთ. იდეა, მართლაც, ძალიან მიმზიდველი და სასარგებლოა.

17th KIAF present the results of the festival

სოციალური ინდუსტრიის გიგანტები “Cannes Lions 2016”-ზე სანაპიროს დაპყრობას გვპირდებიან