22
Jul
2019

ჟან-კლოდ ვან დამი VS ბოროტი გნომები – კამპანია, რომლის სცენარიც ხალხმა შექმნა

22 Jul 2019

Elit Electronics


დაიღალეთ ტელევიზიის უსამართლო გადასახადით, რადგან მას აღარ უყურებთ? ფრანგულმა მულტინაციონალურმა მულტისაკომუნიკაციო კომპანია Orange-მა, ახალი პაკეტის, Love Duo-ს შეთავაზებით, გადაწყვიტა, იმ ადამიანების სასარგებლოდ ემოქმედა, რომლებიც აქამდე იძულებულები იყვნენ, ტელევიზიასთან ერთად, ინტერნეტ პაკეტიც ეყიდათ.

სააგენტო Publicis, რომელიც კომპანიის საკომუნიკაციო კამპანიებს ქმნის, ამბობს, რომ თავისუფლება Orange-ის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა და შესაბამისად, კომპანიამ ბელგიელებს შესაძლებლობა მისცა: „ძალიან მარტივად, თუ არ გინდა ტელევიზორის ყურება, ამისთვის რატომ უნდა იხადო?“

იმისთვის, რომ მთავარი ღირებულება უფრო ხელშესახებად წარმოეჩინა, Orange-მა, სააგენტო Publicis-სთან ერთად მოიფიქრა და მომხმარებლებს Love Duo pack კამპანიის სცენარის შერჩევაში სრული თავისუფლება მისცა. კამპანიის გმირი კი, ჩვენი დროის საყვარელი მსახიობი, ერთადერთი და განუმეორებელი ჟან-კლოდ ვან დამი აღმოჩნდა.

კამპანიის ფარგლებში, რომელიც დაახლოებით, 2 თვის განმავლობაში გაგრძელდა, ბელგიელები თავიანთ იდეებს 17-დან 30 ივნისის ჩათლით, YourOrangeAd.be-ზე აზიარებდნენ. პლატფორმაზე, სადაც ყველას შეეძლო ჟან-კლოდ ვან დამის აღმოჩენა, რომელიც სცენარს კითხულობდა, მაგალითად, ასე: „ამ დროს, ჟან-კლოდ ვან დამზე ნადირობენ…“ „და ჟან-კლოდ ვან დამი ეხვევა…“

შეიძლება ითქვას, საკუთარ კარიერაში, ყველაზე შეშლილ ფილმში მოუხდა, ამჯერად, მსახიობს მონაწილეობა: ჟან-კლოდ ვან დამი, ბოროტი მკვლელი გნომების წინააღმდეგ – ნახეთ და შეაფასეთ ვიდეორგოლი:

 

სახელწოდება – JCVD vs Evil Killer Gnomes from Outer Space
სააგენტო – Publicis Brussels
კამპანია – YourOrangeAd.be
ბრენდი – Orange

განხილვა