თითოეული ჩვენგანისთვის ოჯახს განსხვავებული განსაზღვრება აქვს, ზოგისთვის ის ადამიანები არიან, რომელთან ერთადაც ცხოვრობენ, ზოგისთვის ნათესავები, ზოგისთვის კი ადამიანები, რომელთანაც ყველაზე დიდ დროს ატარებენ… ასეა თუ ისე, როგორ განსაზღვრებასაც არ უნდა აძლევდეთ, შობა საოჯახო დღესასწაულია და სწორედ ამას ეძღვნება JD Sports-ის კამპანიაც.
დოკუმენტური სტილის რეკლამაში, ჩვეულებრივ ადამიანებთან ერთად, ცნობად სახეებსაც ვხედავთ სპორტში, მუსიკასა თუ კულტურაში, მათ შორის არიან Central Cee, Beta Squad, Paddy the Baddy, Maya Jama და სხვები.
„მიუხედავად იმისა, რომ სხვები საუბრობენ სტერეოტიპებსა და კლიშეებზე, გვინდოდა, JD-ის მზარდ რეპუტაციაზე გვეზრუნა ავთენტურობის გაძლიერების გზით. სცენარში ნამდვილი ოჯახების ჩვენებით გაერთიანებული სამეფოს პორტრეტს ვიღებთ სადღესასწაულო სეზონზე, რომელიც იშვიათ პატიოსნებას, ენერგიასა და სიღრმეს ატარებს, რაც სრულად ასახავს იმას, რასაც JD-ის ახალგაზრდა აუდიტორია განიცდის. ეს კამპანია ოჯახის ნიუანსებს ზეიმობს იმ გაგებით, რა გაგებითაც თავადვე განსაზღვრავთ მას“, — აცხადებს ქუბა ტუაკლი, Uncommon-ის შემოქმედებითი სააგენტოდან, რომელმაც JD Sports-ის კამპანიაზე იმუშავა.
აქ ნახავთ განსხვავებულ სადღესასწაულო მომენტებს, რომლებიც ნამდვილ ოჯახებსა და სამეგობრო წრეში ხდება. ერთი შეხედვით უბრალო ამბებს, რომლებიც ხაზს უსვამს საერთო ტრადიციებისა თუ კავშირების სილამაზეზე და გვაჩვენებს, როგორია „ოჯახური პორტრეტი“ JD Sports-ისთვის: