თბილისში [ი. აბაშიძის 41] ცნობილი ფრანგული ბრენდის Jean Louis David პირველი ფრანჩიზული სილამაზის ცენტრი გაიხსნა.
„Jean Louis David ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდია მსოფლიოს სილამაზის ინდუსტრიაში. მას აქვს საუკუნოვანი ისტორია. ქსელი 1961 წელს, საფრანგეთში, ფრანგმა სტილისტმა ჟან ლუი დევიდმა შექმნა, რომელიც, თმის მოვლის საქმეში, მოდის ფუძემდებლად ითვლება.
მოკლედ რომ ვთქვათ, მან მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში სამყაროს სრულიად ახლებური სტილი შესთავაზა, რაც კომფორტულ, დაკავებული ქალისთვის მოსახერხებელ და მარტივად შესანარჩუნებელ ვარცხნილობებს გულისხმობდა. 1970 წელს თმის შეჭრის თავისებური ტექნიკა შექმნა, რომელიც თმის ფენებად განლაგებას გულისხმობდა. ეს იყო მეტად მარტივად მოსავლელი ვარცხნილობა და მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა იმ ეპოქის სხვა ვარცხნილობებისგან. დღეს ცნობილია როგორც „გრადუირება“ ან „გეომეტირა სივრცეში“ და უკვე მთელი მსოფლიო იყენებს. სწორედ ასე დამკვიდრდა ჟან ლუი დავიდისთვის დამახასიათებელი სტილი, რომელსაც ანალოგი არ ჰქონდა. 1976 წელს პირველი ამერიკული სალონი გახსნა ნიუ-იორკში, კერძოდ, მანჰეტენზე. 1990-იანი წლების შუაში კი, მას, ევროპისა და ამერიკის მასშტაბით, 1000-მდე სალონი ჰქონდა.
დღეს, მსოფლიოს 30 ქვეყანაში 3000-ზე მეტი სალონით არის წარმოდგენილი და გამოირჩევა მაღალი სტილითა და მოწინავე ტექნოლოგიებით. PROVALLINCE ჯგუფში შემავალი ბრენდი Jean Louis David, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, ყოველწლიურად, 50-ზე მეტ ახალ ფილიალს ხსნის და 30 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. ახლა მათ შორისაა თბილისიც“.
Jean Louis David-ის სილამაზის ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით, თბილისში PROVALLINCE ჯგუფის საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორი ჯილი ბონიე ჩამოვიდა. მან პირადად წარუდგინა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს Jean Louis David-ის თბილისის ცენტრი. ღონისძიებას საფრანგეთის და სხვა ქვეყნებს ელჩები, საფრანგეთის კონსული, საფრანგეთის სავაჭრო პალატის თავმჯდომარე და სხვა უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ.
„საქართველოში მსოფლიო ბრენდის Jean Louis David-ის შემოყვანა განაპირობა თავად მომხმარებლის მოთხოვნამ, მიიღოს საერთაშორისო სტანდარტების მომსახურება და შეიძინოს მაღალი ხარისხის, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო პროდუქცია“.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/dilisshow/videos/2278678752436937/?v=2278678752436937″ width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
Jean Louis David-ის თბილისის სილამაზის ცენტრში ხელმისაწვდომია:
თმის მოვლა, მანიკიური, პედიკიური, ვიზაჟი და ესთეტიკური კოსმეტოლოგია
„პროცედურების დროს გამოიყენება თანამედროვე უსაფრთხო ტექნოლოგიები და პრემიუმ კლასის ბრენდების პროდუქცია, რომელიც ექსკლუზიურად Jean Louis David-ში არის წარმოდგენილი“ – ამბობს ფრანგული ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში ნონა მაჭავარიანი.
კანისა და სხეულის მოვლა
„ცენტრში არის სკულპტურული მოდელირების სახელოსნო, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს კანის გაახალგაზრდავებას, ლამაზი სხეულის გამოძერწვას, წონაში კლებას, ცელულიტის პროფილაქტიკასა და მკურნალობას. პროცედურები ტარდება ღრმა მანუალური მასაჟის ექსკლუზიური ტექნიკების და თანამედროვე უსაფრთხო ტექნოლოგიების გამოყენებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ჯანმრთელობისათვის აბსოლუტურად უსაფრთხოდ.
Jean Louis David-ის წარმატებას განაპირობებს:
- პროფესიონალიზმი
- ინდივიდუალური მიდგომა
- წამყვანი ევროპელი მწარმოებლები, მაღალი ხარისხის კოსმეტიკური საშუალებები, ახალი ტექნოლოგიები და თანამედროვე აპარატურა“.
Jean Louis David-ის შემოქმედებითი ჯგუფი, წელიწადში ორჯერ, პარიზში, JLD-ის აკადემიაში მიემგზავრება, რომ კვალიფიკაცია აიმაღლოს და მოდისა და სილამაზის ახალ ტენდენციებს გაეცნოს.
„შედეგად, თბილისის სალონის სტილისტები ფლობენ ჟან ლუი დავიდის თმის შეჭრისა და შეღებვის ექსკლუზიურ ტექნიკას, რომელიც მხოლოდ JLD-ის სალონებშია ხელმისაწვდომი. ამ ბრენდის ქვეშ მყოფი სალონების ქსელის თავისებურება, სილამაზის ინდუსტრიის მრავალი სხვა ბრენდისგან განსხვავებით, არის ის, რომ შექმნილია არა მხოლოდ როგორც ბიზნესი, არამედ მუდმივად ცდილობენ დანერგონ ინოვაციური ტექნოლოგიები და ახალი ტენდენციები ამ ინდუსტრიაში“.
Jean Louis David-ის დაპირება თავის მომხმარებელს
„არ მოუსმინო არავის, თუკი გეტყვიან, რომ შენ საკმარისად კარგი არ ხარ, არავის მისცე უფლება, დაგიწესოს სილამაზის სტანდარტი. შენი სილამაზის წესებსა და მიმართულებას თავად განსაზღვრავ, ჩვენ კი ყოველთვის ყველაზე ჯანსაღ, ხარისხიან და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს შემოგთავაზებთ, მიზნის მისაღწევად. ყოველთვის დაგეხმარებით, გაიუმჯობესო და შეინარჩუნო შენი სილამაზე, შენი აღქმის, მოთხოვნების და წესების მიხედვით“.
[R]