in

Martell-მა კონიაკი სპეციალურად გველის წლისთვის შექმნა

ახალ წელს ყველა ბრენდი თავისებურად ხვდება, Martell-მა კი გადაწყვიტა, შეზღუდული გამოშვების კონიაკი L’Or de Jean Martell Zodiac Edition — Assemblage du Serpent შეექმნა. 500 ინდივიდუალურად დანომრილ ბოთლს შესთავაზებს მომხმარებლებს და შეახსენებს მათ, რომ გველის წელი დგება…

BOG
BOG

სენსორული მოგზაურობა სასმლის მდიდრული ქარვისფერი ელფერით იწყება, ციტრუსისა და სანელებლების გემოებს ავლენს, თუმცა არც თამბაქოს, ჩედარისა და კაკლის გემოები რჩება უყურადღებოდ, რომ აღარაფერი ვთქვათ შავი მოცხარისა და კომშის გემრიელ ნოტებზე. გველის მსგავსად, არომატიც დიდებულად ვითარდება, რითაც დახვეწილობასა და ინტენსივობას აბალანსებს. 

ქვეწარმავლის მისტიკურობითა და მახასიათებლებით შთაგონებული Martell Cellar Master Christophe Valtaud გვთავაზობს ნაზავს, რომელიც პატივს მიაგებს ტრადიციებსა და ინოვაციებს. კონიაკი 300-წლიან გამოცდილებას ასახავს და დაძველების ოსტატურ ტექნიკასაც გვაზიარებს.

ხელოვნების ნამუშევრად კი მას Baccarat-თან თანამშრომლობა აქცევს — დეკანტერს თავზე წითელი კრისტალის გველის თავი აქვს დაფარებული, ბოთლის ძირში კი 19-კარატიან ოქროს სადგამს ვხედავთ, რომელიც, ასევე გველის სხეულს მოგაგონებთ. 

ასე Martell-ის Zodiac Edition ჩინური ახალი წლის აღნიშვნის ტრადიციას აგრძელებს… გარდა ოსტატობისა, Assemblage du Serpent პატივს მიაგებს ბრენდსა და ჩინეთს შორის არსებულ კულტურულ ბმებს. ინსპირაციას კი Nüwa-სგან იღებს, ჩინელი ქალღმერთისგან, რომელსაც კაცობრიობის დაბადებას მიაწერენ. ამგვარად, ეს გამოცემა მხოლოდ ტრადიციებისა და ინოვაციების ნაზავი კი არა, მითოლოგიისა და მემკვიდრეობის შერწყმაც გახლავთ. 

Assemblage du Serpent ჩინურ ახალ წელს გახდება ხელმისაწვდომი.

მესიმ, Stanley-სთან ერთად, ვარდისფერი კოლექცია გამოუშვა

რა გავითვალისწინოთ AI ხელსაწყოების ბრენდინგისთვის გამოყენებისას