in

ჟან-მიშელ ბასკიას 50 ვინილს ჰიპ-ჰოპის იუბილესთვის უშვებენ

შეზღუდული გამოშვების ვინილების რაოდენობა სწორედ ჰიპ-ჰოპის 50 წლის იუბილეს ეხმიანება, რაც კოლექციონერებს ბასკიას პირადი ნამუშევრების ფლობის კიდევ ერთ შანსს მისცემს. ჟან-მიშელმა Beat Bop, რომელსაც არტისტები Rammellzee და K-Rob ასრულებენ, 1983 წელს გამოუშვა და უდავოდ განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჰიპ-ჰოპის ისტორიაში — Rolling Stone-ის მიხედვით, 100 Greatest Hip-Hop Songs of All Time-ში დამსახურებული ადგილი უკავია.

საინტერესოა ისიც, რომ ლეიბლი, ბასკიამ სპეციალურად შექმნა მხოლოდ ამ ჩანაწერისთვის, რითაც ხელოვანის შემოქმედებითი გენიალობა და გავლენაც აჩვენა მუსიკალურ ინდუსტრიაზე… Drop-ის პლატფორმა კი სწორედ ამ ექსკლუზიური და შეზღუდული გამოშვების ვინილის ყიდვის საშუალებას აძლევს კოლექციონერებს — 50 ასლიდან 39 ხელმისაწვდომია. თითოეული ვინილი ხელნაკეთ ტყავის ყუთში იქნება მოთავსებული. წარმოშობის ავთენტიფიკაციისთვის კი ხელმოწერილი სერტიფიკატიც მოჰყვება… 

რა უნდა იცოდეს გაყიდვების კარგმა მენეჯერმა? – პროფესიონალთა პროფესიული რჩევები!

Google-ისა და TikTok-ის პარტნიორობა ორივესთვის სასარგებლო იქნება?