ჟან პოლ გოტიემ ბრენდინგ სააგენტო “Crown”-თან ერთად ლეგენდარული პარფიუმის “Classique Intense”-ის ახალი ვერსიის დიზაინი გააკეთა.
“Jean Paul Gaultier Classique”” პირველად 1993 წელს გამოჩნდა და 2014 წელს ბრენდმა დიზიანის და არომატის განახლება გადაწყვიტა. კრეატორებმა ტრადიციული შეფუთვა ოქროსფრად შეღებეს, ტუჩსაცხის ფაქტურით წარწერა Intense გააკეთეს და მსგავს ოქროსფერ ყუთში მოათავსეს. პროექტის ავტორები დარწმუნებულები არიან, რომ დიზაინი მომხმარებლის ყურადღებას მიიქცევს.
ცნობისთვის – შეფუთვა გადამუშავებული მეტალისგან გააკეთეს. სუნამო 50 და 100 მლ შეფუთვით გაიყიდება. უახლოეს მომავალში ჟან პოლ გოტიეს სახლი Classique ხაზის გაგრძელებას ფიქრობს.