in

“ჯინს გალერი ჯგუფის” რებრენდინგი და განახლებული საიტი

LEVI’S, DOCKERS, LEE, WRANGLER, RIFLE ეს ჯინსის ის ბრენდებია, რომლის ორიგინალი პროდუქციის შეძენაც, ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან იყო შესაძლებელი საქართველოში. 21 წლის შემდეგ, „ჯინს გალერი ჯგუფმა“, რომელიც აღნიშნული ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი იყო და არის საქართველოში, LIVE Branding-თან თანამშრომლობით სრული რებრენდინგი განახორციელა და ახალი ბრენდით წარსდგა მომხმარებლების წინაშე.

ამ ქეისის შესახებ, მარკეტერი „დრესაპ ჯგუფის“ მარკეტინგის დირექტორს, ირაკლი მკერვალიშვილსა და LIVE Branding-ის ბრენდ კონსულტანტს, შოთა ჩინჩალაძე ესაუბრა.

ირაკლი მკერვალიშვილი, „დრესაპ ჯგუფის“ მარკეტინგის დირექტორი:

M: სანამ კონკრეტულად პრობლემასა და მის გადაწყვეტაზე ვისაუბრებთ, მოვუყვეთ მკითხველს მცირე ისტორია თქვენს შესახებ

საქმიანობა ჯერ კიდევ 1994 წელს დავიწყეთ. ჩვენი ჯგუფი იყო პირველი და ერთადერთი, ვინც საქართველოში „ლევისის“ მაღაზია გახსნა. მაღაზიის გახსნამ ნამდვილი ფურორი მოახდინა, „ლევისი“ ადამიანების ცხოვრების სტილი გახდა. პირველი მაღაზიის ასეთმა წარმატებამ მოგვცა სტიმული, რომ გავზრდილიყავით, „ლევისს“ მოყვა ისეთი ბრენდები, როგორებიცაა „დოქერსი“, „ლიი“, „ვრანგლერი“ და დღეს უკვე 30-ზე მეტი ბრენდის ოფიციალური და, უმეტეს შემთხვევაში, ექსკლუზიური წარმომადგენლები ვართ. მათ შორის არის Vans, Mavi, Bensimon, და სხვა…

2 okM: რატომ დადგა რებრენდინგის საჭიროება?

ჩვენს მულტიბრენდულ მაღაზიებში: ჯინს გალერი, Factory უკვე დიდი ხანია ჯინსთან ერთად სხვადასხვა ბრენდების ფეხსაცმელი და აქსესუარები იყიდება. სწორედ ჯგუფის გაფართოებამ და ახალი მიმართულებების, კერძოდ კი ფეხსაცმლის ხაზის გაძლიერებამ და ონლაინ გაყიდვების არხის დამატებამ, რომელიც უახლოეს მომავალში სრული დატვირთვით ამუშავდება, მოიტანა ჯგუფის რებრენდინგის საჭიროება.

გადავწყვიტეთ რებრენდინგში დასახმარებლად გამოცდილი და ლიდერი კომპანიისათვის მიგვემართა და შესაბამისად შედგა ჩვენსა და LIVE Branding-ს შორის თანამშრომლობა, რომელიც ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ლაივ ბრენდინგის სრულ კოლექტივს.

M: რა შეიცვალა რებრენდინგის შედეგად ?

რებრენდინგის პროცესში შეიქმნა ახალი ბრენდის პლატფორმა. შესაბამისად შეიცვალა ჯგუფის ლოგო, სახელი და ამიერიდან “ჯინს გალერი ჯგუფი” უკვე განახლებული ბრენდით „დრესაპ ჯგუფის“ სახელით წარსდგება მომხმარებლის წინაშე. სწორედ ამ სახელის გარშემო იქნება გაერთიანებული მაღაზიები: LEVIS, LEE & WRANGLER, MAVI, JEANS GALLERY, FACTORY. მართალია შეიცვალა ჯგუფის სახელი და ლოგო, მაგრამ არ იცვლება ჩვენი მთავარი ღირებულება: ჩვენ მუდმივად ვთავაზობდით და მომავალშიც უცვლელად შევთავაზებთ მომხმარებლებს მხოლოდ საერთაშორისო და ლეგენდარული ბრენდების ორიგინალ პროდუქციას, საკუთარი ყოველდღიური და ინდივიუალური სტილის შესაქმნელად.

1 - okM: როგორც ვიცით შეიცვალა ვებ-გვერდის მისამართიც

დიახ, Dressup.ge  მთლიანად ახალი კონცეფციის ვებ-გვერდია. ეს არის ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ერთადერთი მუშა, ონლაინ მაღაზია საქართველოში, რომელსაც ონლაინ კატალოგის ფუნქციაც აქვს და რომელში განთავსებული პროდუქციაც ოფიციალური წარმომადგენლის მიერ არის მოწოდებული. ვფიქრობთ, ეს ვებ-გვერდი კიდევ ერთი ნაბიჯია იმისკენ, რომ ხელი შევუწყოთ მომხმარებელს საკუთარი ყოველდღიური სტილის შექმნაში. ასევე შეიცვალა ჩვენი ფეისბუქის გვერდიც: FB.COM/DressupGroup

შოთა ჩინჩალაძე, LIVE Branding-ის ბრენდ კონსულტანტი:

კორპორაციული ბრენდინგი ზოგადად ძალიან საინტერესოა. სერვისისა და პროდუქტის ბრენდინგისგან განსხვავებით აქ არეალი გაცილებით დიდია და სამუშაოც უფრო კომპლექსური.

დღეს ბრენდინგი მხოლოდ მარკეტინგის დეპარტამენტის საქმე აღარ არის და ძალიან გაგვიხარდა, რომ „დრესაპ ჯგუფის“ თითოეული თანამშრომელი და, რაც მთავარია, კომპანიის მფლობელები და მენეჯმენტი ამას განსაკუთრებით კარგად აცნობიერებდა.

რებრენდინგის პროცესი საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობდა. ჩატარებული დიაგნოსტიკის შემდეგ ჩვენ სრულად დავინახეთ ის, თუ რა ელემენტები უნდა შენარჩუნებულიყო და რა უნდა შეცვლილიყო რებრენდინგის შედეგად. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს იყო კლასიკური, სიღრმისეული რებრენდინგი და არა მხოლოდ ვიზუალური, ფასადური ცვლილებები. შეიქმნა ბრენდის პლატფორმა, მისი საკომუნიკაციო, ბრენდის გარშემო მოწყობილი სამოქმედო სტრატეგია და ვიზუალური კონცეფცია. ახალი ნიშანი, ფრთიანი D ისეთივე „თავისუფალია“ როგორც თავად ბრენდი, რომელსაც ეს გამოცდილი ჯგუფი აშენებს. საკმაოდ დიდი სამუშაო ჩატარდა ბრენდის პორტფელის დალაგებასთან და მისი არქიტექტურის შექმნასთან დაკავშირებითაც. საბოლოო ჯამში პროექტი საკმაოდ წარმატებული გამოვიდა და დარწმუნებული ვართ დრესაპ ჯგუფი სულ მალე მოახერხებს მომხმარებლამდე იმ ემოციის მიტანას, რაც წინასწარ არის განსაზღვრული და ჩაფიქრებული.

 

 

ავტომობილები ვენდინგ აპარატებში გაიყიდება – “Carvana”-ს ახალი წამოწყება

საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციური ცენტრის ახალი პროექტები