მანქანის მფლობელებს ხშირად მიაწებებენ იარლიყს, რომ „ამ უსულო კომპანიონს“ იმაზე მეტად უვლიან, ვიდრე საკუთარ თავს — წვიმაშიც კი რეცხავენ და სეტყვის დროს ლამის თავად გადაეფარონ, ოღონდ ავტომობილი არ დაზიანდეს… თუმცა Jeep-ის უახლეს რეკლამაში საპირისპირო რეალობას ვხედავთ. აქ თითოეული დაზიანება არა პრობლემასთან, არამედ ძვირფას მოგონებებთან ასოცირდება.
80 წელია, ბრენდის სახელი ერთგულად ასოცირდება თავისუფლებასთან, ავთენტურობასთან, თავგადასავალთან და სწრაფვასთან. ამ ყველაფერს კი ახლა მოგონებების ყველაზე მძაფრი განცდა დაემატა. სიუჟეტის მთავარი გმირი მანქანის დაზიანებების მიხედვით იხსენებს, როდის დააჩნდა მას ესა თუ ის კვალი და, ბრაზის ნაცვლად, სიამოვნების გრძნობა ეუფლება. Jeep-ის იდეაც ეს არის — დაამყაროს უჩვეულო კავშირები ავტომობილსა და მის მფლობელებს შორის.