10
Jul
2019

ველური წარმოშობის ნამდვილი ძალა – Jeep-ისა და Juventus-ის კამპანია

10 Jul 2019

კობი
კობი


იმისათვის, რომ შენი სფეროს სათავეებთან აღმოჩნდე და ისტორიის ფურცლებზე საკუთარი სახელი ღირსეულად დატოვო, ხშირად საკმაოდ რთული გზაა გასავლელი. არაერთი ფეხბურთელი, რომელიც დღეს პროფესიონალურად თამაშობს, ჯერ კიდევ 90-იანებში, მიტოვებულ საბავშვო მოედნებზე თამაშობდა. მაგრამ არის რაღაც, რაც უბიძგებს ადამიანს, გადალახოს ყველა დაბრკოლება, გაუმკლავდეს ყველა გამოწვევას. რეკლამა, რომელიც ნამდვილი ძალის ველურ წარმოშობაზე გვიამბობს, ავტომწარმოებელმა Jeep და საფეხბურთო კლუბმა Juventus გამოუშვეს. კამპანიაზე სააგენტომ Leo Burnett იმუშავა.

განხილვა