რა ხდება ამერიკის შუაგულში? Jeep-მა სუპერთასისთვის შექმნილი კამპანია ამერიკულ ღირებულებებს მიუძღვნა და ამაზე სასაუბროდ, მომღერალი ბრუს სპრინგსტინი მიიწვია. მომღერლის სუპერთასის ხმაურიან რეკლამებს შორის გამოჩენა აუდიტორიისთვის მოულოდნელი იყო. ამერიკული მედიის ცნობით, ბრუს სპრინგსტინის დათანხმება რეკლამაში მიეღო მონაწილეობა, ჯერჯერობით, ვერავინ მოახერხა. ვიდეორგოლი აშშ-ის ერთიანობას ეძღვნება. კამპანიაზე სააგენტო Doner-მა იმუშავა.