მანქანის ზეთის მწარმოებელმა კომპანია Pennzoil-მა თავისი პროდუქტის რეკლამირებისთვის, არც მეტი, არც ნაკლები, Jeep Wrangler–ი და უდაბნო აირჩია. ჯეი ვოლტერ ტომპსონის მიერ გადაღებული ვიდეორგოლი სრულიად არანორმალური და თავბრუდამხვევია. უცხო ნიღბიანი პიროვნება, რომელიც რაღაცით “შეშლილი მაქსს” ჰგავს, Wrangler–ში ჯდება და მთელს უდაბნოს ქვიშის ბუღში ახვევს.
აუტანელი სიცხე, ქვიშა, კლდეები ეს ის ექსტრემალური პირობებია, რომელიც ყველაზე უკეთ შეამოწმებს მძღოლის, მანქანის, ძრავის და რა თქმა უნდა მისი ზეთის გამძლეობას.
ნამდვილად წარმოუდგენელია კალიფორნიის ბაჯას უდაბნოს ტემპერატურას, ასეთ არანორმალურ მანევრებს და სისწრაფეს მანქანის ძრავმა კარგი ზეთის გარეშე გაუძლოს. Pennzoil-მა ურთულეს დავალებას იდეალურად გაართვა თავი.
https://www.youtube.com/watch?v=eiJVtcjTWWY
https://www.youtube.com/watch?time_continue=89&v=-pUb5xbH_rA