in

ჯეფ ბეზოსი Amazon-ის დირექტორის პოზიციას ტოვებს

ვინ იქნება Amazon-ის ახალი CEO?

Amazon-ის დაფუძნებიდან 27 წლის შემდეგ, ჯეფ ბეზოსი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს ტოვებს. თითქმის სამი ათწლეულის მანძილზე, წიგნების ონლაინ მაღაზია ბეზოსმა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიად აქცია. ახლა კი, როდესაც კომპანიის ღირებულებამ 1.6 ტრილიონ დოლარს მიაღწია, 57 წლის ბეზოსი დირექტორობას CEO-ს პოზიციას ის 2021 წლის მესამე კვარტალში დატოვებს და კომპანიის მმართველი საბჭოს თავმჯდომარედ გადაინაცვლებს. ბეზოსის პოზიციას კი, კომპანიის ღრუბლოვანი ტექნოლოგიების დირექტორი ენდი ჯასი დაიკავებს. ენდი კომპანიას დაფუძნებიდან 3 წლის შემდეგ, 1997-ში შეუერთდა და Amazon-ის ვებ სერვისების ღრუბლოვან ტექნოლოგიებს უძღვებოდა, რაც კომპანიის შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს განაპირობებდა.

iPhone-ის Face ID ნიღბიანი სახის ამოცნობას შეძლებს!

უფასო ავტომომსახურება „ოტო მოტორსისგან“