in

ჯეფ ბეზოსმა ილონ მასკს ყველაზე მდიდარი ადამიანის ტიტული ჩამოართვა

ბეზოსის ქონება $190.3 მილიარდს შეადგენს, მასკის კი – $173.4

M2

Forbes-ის თანახმად, Amazon-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეფ ბეზოსმა ილონ მასკი “უკან ჩამოიტოვა” და კვლავ უმდიდრესი ადამიანის ტიტული დაიმსახურა. გავრცელებული ინფორმაციით 16 თებერვლის მონაცემები გვიჩვენებს, რომ ბეზოსის ქონება $190.3 მილიარდს შეადგენს, მასკის კი – $173.4-ს.

Microsoft-ის დამფუძნებელი, ბილ გეითსი მეოთხე ადგილს $123.9 მილიარდით იკავებს, მეხუთე ადგილზე კი Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორი მარკ ზაკერბერგია, $100 მილიარდზე ცოტა მეტით.

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ ჯეფ ბეზოსს სწორედ ილონ მასკმა ჩამოართვა ყველაზე მდიდარი ადამიანის “გვირგვინი”. თუმცა, როგორც ჩანს, პანდემიურმა სიტუაციამ “ამაზონის” გაყიდვები გაზარდა, რადგან მომხმარებლები სულ უფრო დამოკიდებულები გახდნენ ინტერნეტით სხვადასხვა ნივთების შეძენაზე. 2020 წლის ბოლოსთვის გაყიდვები 44%-ით გაიზარდა და 125.6 მილიარდი დოლარი შეადგინა.

სიახლე „თიბისი ფეიში“ – გადაიხადე უცხოური ბარათით

რა არის ჯანსაღი ცხოვრების წესი?