in

ჯეფ კუნსის დიზაინით შექმნილი BMW აუქციონზე იყიდება!

BMW-ს დიზაინერებმა ცნობილ ამერიკელ პოპ მხატვართან ჯეფ კუნსთან გაერთიანება გადაწყვიტეს და ასე BMW 850i xDrive Gran Coupe-ის სახით მოძრავი ხელოვნების ნიმუშები შემოგვთავაზეს. კომიქსების მსგავსი მოტივებით რომ არის სავსე, ამას თქვენც შეამჩნევდით. გასულ წელს სპეციალური გამოშვებით მხოლოდ 99 ერთეული შექმნეს, ახლა კი ერთ-ერთი ახალ მფლობელს ელოდება — მისი ვინაობა Bring A Trailer-ის მიერ გამართულ აუქციონზე გახდება ცნობილი. 

თითოეულ მანქანაზე კუნსის იდეების ვიზუალებად ქცევას 285 საათი დასჭირდა. ხელოვანი 11 ფერს გვთავაზობს და გეომეტრიულ ფიგურებს გვაჩვენებს, რომლებიც მანქანის გლუვ კონტურებს იდეალურად ერწყმის. წითელი და ლურჯი ფერები ინტერიერის ტყავის სავარძლებზეც კი გვხვდება. 

გარდა ვიზუალისა, რომელიც ასე თვალშისაცემია, სპორტული მანქანის დისკები, რომლებსაც მხოლოდ 16 მილი აქვს გავლილი, იდეალურ მგზავრობას ჰპირდება თავის პოტენციურ მფლობელს. Pirelli P Zero საბურავებითა და მართვის დამხმარე საშუალებებით კი მაქსიმალურ უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს. მართვის გამოცდილების გასაუმჯობესებლად ისეთ ფუნქციებსაც აერთიანებს, როგორებიცაა Driving Assistance-ის პაკეტი, xDrive და 20-ინჩიანი M Performance-ის ბორბლები.

ავთენტურობისთვის მანქანას წერილი და სერტიფიკატი მოჰყვება, რომელთაგანაც ორივე კუნსისა და BMW-ის ხელმძღვანელის ოლივეს ზიპსის მიერაა ხელმოწერილი. და თუ თავდაპირველი საცალო ფასი 350 995 დოლარიდან იწყებოდა, ამ ეტაპისთვის აუქციონზე 125 000 დოლარია დასახელებული, თუმცა დასრულებამდე ჯერ კიდევ 11 დღე დარჩა…

რატომ არ საუბრობენ სამსახურში მენტალურ სირთულეებზე?