in

ჯეფ კუნსმა “ოცნების BMW” წარმოადგინა ლოს ანჯელესში

მაღალი წარმადობის BMW 8 X უკიდურესად შეზღუდული, მხოლოდ 99 გამოცემით იქნება წარმოდგენილი. დიზაინის დებიუტი საზოგადოების წინაშე ლოს ანჯელესის ფრიზის დროს შედგა. ეს 12-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი გამოჩენაა. 2010 წელს ამერიკელი მხატვრის დიზაინით შექმნილი მანქანა პირველად გამოავლინეს და მან დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. ირლანდიური როკ ჯგუფის, U2-ს ვოკალისტმა, ბონომ ისიც აღნიშნა, რომ მომავალი მანქანის დიზაინშიც ჯეფ კუნსი უნდა ჩართულიყო და ახლა, ათწლეულის შემდეგ, ასეთი შესაძლებლობაც გაჩნდა.

200+ საათი ექსტერიერზე სამუშაოდ

ამ ავტომობილის მიზანი მარტო საგამოფენო ექსპონატად ყოფნა არ არის, არამედ მისი გზებზე გამოყენებაც. BMW-ს მტკიცებით, ბრენდის ისტორიაში ეს დიზაინის გაფართოების ყველაზე დიდი მცდელობაა. მხატვარი, მაღალ სპეციალიზირებულ პროფესიონალებთან ერთდ, BMW-ს ქარხნებში მუშაობდა გერმანიაში.  მოსახატად 200 საათზე მეტი დასჭირდა, თუმცა გასაოცარი და ექსპრესიული შედეგი მიიღო. ჯამში დიზაინი 11 ფერს აერთიანებს, რომელშიც ძირითადად, ლურჯის, ყვითელის, შავისა და ვერცხლისფრის გრადაციები ჭარბობს.

მანქანის დიზაინიდან აუცილებლად მოგხვდებათ თვალში სიტყვა POP, რომელიც პოპ-არტიდან მომდინარეობს. ზოლები მანქანის კედლებზე 2010 წლის მოდელის პატივსაცემად არის გამოხატული.

მანქანის სალონის ვიზუალი კომიქსებიდანაა ნასესხები და მასში სუპერგმირების ესთეტიკა დევს. ნათელი, წითელი და ლურჯი ფერები ამშვენებს მაღალი ხარისხის მასალებს, წვრილ ტყავსა და ნაჭერს. ჭიქის თავსახურიც კი ექსკლუზიურია, გამოსახულია გამოცემის სამკერდე ნიშნები და მხატვრის ხელმოწერა ბავარიულ ლურჯ ფერში.

 

ასტრონავტები სწრაფი რადიოაფეთქებების წარმოშობის დადგენას ცდილობენ

ქართველი ექაუნთ დირექტორები თავიანთ პროფესიაზე გვიყვებიან