26
Jan
2018

ალექსანდრე ჯეჯელავას სემინარი “ყველაფერი ნაცნობობითაა”

26 Jan 2018

მიუხედავად პიროვნული და პროფესიული განვითარების ეტაპისა, თითოეული ჩვენგანის მიზნების მისაღწევად კრიტიკულია სანაცნობო ქსელი და მისი წევრების დამოკიდებულება ჩვენ მომართ.

 

“ყველას იცნობს”, “სადაც მიდის, ყველგან ნაცნობი ხვდება”, “2 წუთში აგვარებს ტელეფონით ყველაფერს”, “ყველაფრის საქმის კურსშია”, – ეს ფრაზები სწორედ ყველაზე წარმატებულ ადამიანებს ახასიათებს, უფრო ზუსტად კი, სწორედ იმათ, ვისი სანაცნობო ქსელიც საკმარისად განვითარებულია.

ფრაზაში “ყველაფერი ნაცნობობითაა”, ჩვეულებრივ ნეგატიური ქვეტექსტი დევს, თუმცა, ამ სემინარზე, ჩვენ შევეცდებით გავიაზროთ, რომ ნაცნობობა მხოლოდ “ჩაწყობასთან”, ნეპოტიზმთან და ბიძაშვილ-მამიდაშვილობასთან არაა დაკავშირებული. ამ ნეგატიური გამოვლინებების გარდა, სანაცნობო ქსელის განვითარება გულისხმობს საჯარო ღონისძიებებზე (კონფერენციებზე, სემინარებზე, ტრენინგებზე) კოლეგებისა და სხვა ხალხის გაცნობას, სოციალურ ქსელებში აქტივობას, თქვენი ნააზრევის გამოქვეყნებას სხვადასხვა ფორმით, არსებულ ნაცნობებთან (ყოფილი თანამშრომლები, უნივერსიტეტის და სკოლის მეგობრები, მეზობლები და სხვა) ურთიერთობის შენარჩუნებასა და განვითარებას.

ვისაუბრებთ იმის შესახებ, რომ სწორედ “ნაცნობობით”, ანუ პირად რეპუტაციაზე დაყრდნობით ხდება ორგანიზაციებში თანამშრომლების შერჩევა და დაწინაურება. “ნაცნობობით” ვენდობით სხვადასხვა კომპანიის მომსახურებას და პროდუქტებს. ნაცნობობით ვიღებთ რჩევებს, ვზრდით შვილებს და ვიღებთ უამრავ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას.

ასეთი უკიდურესი მნიშვნელობის მიუხედავად, ბევრ ჩვენგანს სანაცნობო ქსელი განვითარება თვითდინებაზე აქვს მიშვებული იმის ნაცვლად, რომ მიზანმიმართულად იმოქმედოს და განივითაროს სანაცნობოს გაზრდა-გამყარებისთვის მნიშვნელოვანი უნარები.

16 თებერვალს, ალექსანდრე ჯეჯელავას სემინარი “ყველაფერი ნაცნობობითაა”, დაგეხმარებათ ხელახლა გაიაზროთ სანაცნობო ქსელის განვითარების მნიშვნელობა, დაფიქრდეთ ძირითად პრინციპებზე და მიიღოთ აუცილებელი გადაწყვეტილებები. გარდატეხა სანაცნობო ქსელის ზომასა და ხარისხში შეიძლება გადამწყვეტ ფაქტორად იქცეს სამომავლო განვითარებისთვის.

[პარტნიორის კონტენტი]

განხილვა